3 ოქტომბერს ევროპა ლიგის მეორე ტურის დარჩენილი მატჩები ჩატარდა.
"სევილიამ" სახლში ჩიჩარიტოს გოლით 1:0 დაამარცხა "აპოელი" და A ჯგუფში 6 ქულით გალიდერდა. ამავე ჯგუფში "ყარაბაღმა" სტუმრად 4:1 მოუგო "დუდელანჟს". აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში თამაში მოედანზე დრონზე მიბმული მთიანი ყარაბაღის სომხური დროშის გამოჩენის გამო 15 წუთით შეწყდა.
C ჯგუფში "ხეტაფემ" გასვლაზე 2:1 სძლია "კრასნოდარს" და 6 ქულით პირველ ადგილზეა, რუსული გუნდი კი უქულოდ - ბოლოზე.
D ჯგუფში პსვ-მ მეორე გამარჯვება იზეიმა - სტუმრად 4:1 მოუგო "რუსენბორგს".
F ჯგუფში "არსენალმა" ლონდონში 4:0
გაანადგურა "სტანდარდი". დუბლი 18 წლის ბრაზილიელმა დებიუტანტმა მარტინელიმ შეასრულა. პირველი გოლი გაიტანა "მეთოფეებში" "რეალიდან" განათხოვრებულმა სებალიოსმა.
A ჯგუფი
დუდელანჟი - ყარაბაღი 1:4
გოლები: 0:1 ზოუბირი (11), 0:2 მიჩელი (30), 3:0 ალმეიდა (37, პენ), 0:4 ქუანტანა (69), 1:4 ბერნიე (90)
გაძევება: კაროსი (62, დუდელანჟი)
სევილია - აპოელი 1:0
გოლი: ჩიჩარიტო (17)
B ჯგუფი
ლუგანო - დინამო (კ) 0:0
მალმიო - კოპენჰაგენი 1:1
გოლები: 0:1 ნილსენი (45+5, საკ. კარში), 1:1 როსენბერგი (55)
C ჯგუფი
კრასნოდარი - ხეტაფე 1:2
გოლები: 0:1 ანხელი (35), 0:2 ანხელი (61), 1:2 არი (69)
გაძევება: ტიმორი (81, ხეტაფე)
ტრაბზონსპორი - ბაზელი 2:2
გოლები: 0:1 ვიდმერი (20), 1:1 პარმაკი (26), 2:1 სოსა (78), 2:2 ოკაფორი (80)
D ჯგუფი
რუსენბორგი - პსვ 1:4
გოლები: 0:1 როსარიო (14), 0:2 მელინგი (37, საკ. კარში), 0:3 მალენი (41), 1:3 ადეგბერნო (70), 1:4 მალენი (78)
სპორტინგი - ლასკ 2:1
გოლები: 0:1 რაგუზი (16), 1:1 ფელიპე (58), 2:1 ფერნანდესი (63)
E ჯგუფი
სელტიკი - კლუჟი 2:0
გოლები: 1:0 ედოარდო (20), 2:0 ელიონუსი (59)
ლაციო - რენი 2:1
გოლები: 0:1 მორელი (55), 1:1 მილინკოვიჩ-სავიჩი (63), 2:1 იმობილე (75)
F ჯგუფი
არსენალი - სტანდარდი 4:0
გოლები: 1:0 მარტინელი (13), 2:0 მარტინელი (16), 3:0 უილოკი (22), 4:0 სებალოსი (57)
გიმარაეში - აინტრახტი 0:1
გოლი: ნ'დიკა (36)