ევროპა ლიგის მეორე ტურში "მანჩესტერი" სტუმრად დაუზავდა "ალკმაარს" (0:0), მისი მწვრთნელი ოლე-გუნარ სოლსკიაერი კი იძახის, რომ უნდა გაემარჯვათ. არადა, კარში ბურთი საერთოდ არ დაურტყამთ.
"გასვლაზე ქულა კარგ გუნდთან მოვიპოვეთ. რთულ მეტოქეს მძიმე მოედანზე ვეთამაშეთ. ცოტა ხნის წინ "ალკმაარმა" "ფეიენოორდი" 3:0 დაამარცხა. ბევრი ცვლილებები განვახორციელე. კმაყოფილი ვარ.
რა თქმა უნდა, უნდა მოგვეგო. დავიღალე პენალტებზე ლაპარაკით. არც "არსენალთან" დაგვიდეს ორშაბათს თერთმეტმეტრიანი და არც ახლა. 100%-იანი პენალტი იყო.
ახლა წუწუნს აზრი არა აქვს. თან, წუწუნი არ მიყვარს. თუმცა, მსაჯების გადაწყვეტილებებმა გვაზარალა", - ციტირებს
სოლსკიაერს Manchester Evening News-ი.
ახლა წუწუნს აზრი არა აქვს. თან, წუწუნი არ მიყვარს. თუმცა, მსაჯების გადაწყვეტილებებმა გვაზარალა", - ციტირებს