20 თებერვალს ევროპა ლიგის კიდევ 8 1/16-ფინალური მატჩი გაიმართა.
"გენტი" სტუმრად "რომასთან" 0:1 დამარცხდა. გოლი "ბარსელონადან" იჯარით აყვანილმა ნახევარმცველმა კარლეს პერესმა გაიტანა. ეს ახალ გუნდში მისი პირველი გოლია.
ბელგიურ გუნდში ტრავმირებული ლორან დეპუატრე დაბრუნდა და მწვრთნელმა იეს ტორუპმა გიორგი ქვილითაია არ ათამაშა, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძე რომან ბეზუსის ნაცვლად 74-ე წუთზე შეუშვა და რამდენჯერმე გაამწვავა თამაში.
რომი. "ოლიმპიკო"
რომა - გენტი 1:0
გოლი: პერესი (13)
20.02.20 რომა - გენტი 1:0
სასწრაფოდ სჭირდება ყაზახეთის ლიგას.
ტობოლი ან თარაზი.