ევროპა ლიგა. 1/16-ფინალი: "გენტი" გავარდა - ჩაკვეტაძე და ქვილითაია შეცვლაზე შეუშვეს [VIDEO]

AutoSharing Option
27 თებერვალს ევროპა ლიგის განმეორებითი 1/16-ფინალური 7 მატჩი გაიმართა.

"გენტის" მწვრთნელმა იეს ტორუპმა გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია სასტარტოში არ დააყენა და მხოლოდ 66-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში უკვე 1:1 იყო და რადგან პირველი შეხვედრა 0:1 ჰქონდათ წაგებული, შემდეგ ეტაპზე გასასვლელად 2 გოლის გატანა სჭირდებოდათ. ბელგიურმა გუნდმა თამაშის შემოტრიალება ვერ მოახერხა და გათამაშებას გამოეთიშა.

VideoSportall.Ge
-ფინალი: "გენტი" გავარდა - ჩაკვეტაძე და ქვილითაია შეცვლაზე შეუშვეს [VIDEO] " />
27.02.20. გენტი-რომა 1:1


გენტი - რომა  1:1 (პირველი მატჩი 0:1)
გოლები: 1:0 დავიდი (25), 1:1 კლუივერტი (29)

დანარჩენი მატჩები

ბაზელი - აპოელ 1:0 (3:0)

ესპანიოლი - ვულვერჰემპტონი 3:2 (0:4)
"ვულვზი" 1972 წლის შემდეგ პირველად გავიდა ევროტურნირების მერვედფინალში.

პორტუ - ბაიერი 1:3 (1:2)

ისტანბული - სპორტინგი 4:1 (ძირ. დრო 3:1) (1:3)

ლასკ - ალკმარი 2:0 (1:1)

მალმიო - ვოლფსბურგი 0:3 (1:2)
"ვოლფსბურგმა" ევროტურნირებზე ზედიზედ 8 მატჩში გაიტანა გოლი და თავისი რეკორდი გაიმეორა.

მკითხველის კომენტარები / 34 /
რაგბის ფანი 100% ხარ. ჩაკვეტაძეს თამაშის სტილი მეტოქის მოტყუება და საჯარიმოში ფინტაობაა, მან რომ 90 წუთი ითამაშოს ყველა თამაში ბელგიის ჩემპიონატში, თასზე და ევრო ლიგაზე 26 მარტამდე ვერ მიაღწევდა, ვიღაცა აუცილებლად დაამტვრევდა.
დათო30
28 თებერვალი 2020 01:11
4
ხალხო,მსგავსი ტრავმა ჰქონდა ლევან ყენიას და შალკეში თამაშობდა.ივან რაკიტიჩს და ლევანს,თანაბარი დრო ეძლეოდათ.მიიღო ლევანმა ეგ ტრავმა,გაიკეთა ოპერაცია,მერე რეაბილიტაცია და მწვრთნელმა სასწრაფოდ მჭირდებაო,სრულ დატვირთვაზე შეაგდო.შედეგად,ტრავმა გაუმეორდა და ლევან ყენია საქართველოში დაბრუნდა.არადა ჩაკვეტაძეზე ნაკლები არაფრით იყო.ნიჭზე ვიძახი, თორემ შალკეს დონე რომ გენტზე მაღლაა,ამას რაღა ახსნა უნდა.ყენიას კონკურენტი,ივან რაკიტიჩი კი,ახლაც ბარსელონას ფეხბურთელია.ეს იცის დროზე ადრე დატვირთვამ.გენტს ჩაკვეტაძე გასაყიდად და ფულის საშოვნელად სჭირდება და არ დაუშვებს,რომ ტრავმა გაუმეორდეს.მას ჯანსაღი ჩაკვეტაძე სჭირდება.სწორედაც იქცევა ტორუპი,რომ ნელნელა აჩვევს დატვირთვებს.თან თვითონაც ხომ უნდა გაუქრეს ტრავმის შიში,ტკივილები კი,ამაში ვერ დაეხმარება.
სოსო
28 თებერვალი 2020 15:18
1
ნამეტანი ნელა აჩვევს
გიორგი
28 თებერვალი 2020 17:39
1
გეყოფა პროფესორობა,ჩაკვეტაძე არარის ეხლა ნაკრების ღირსი,მწვრთნელი რა დატვირთვას აძლევს საიდან იცი?უბრალოდ ეხლა ვეე თამაშობს და მორჩა,
სოსო-ს
28 თებერვალი 2020 17:21
8
ყველა გამოხმაურება
ლამის ერთწლიანი მძიმე ტრამვის შემდეგ ძალიან კარგად შემოვიდა ჩაკვეტაძე და თავისი თამაშით აშკარად გამოირჩეოდა ერთუჯრედიანი ოჯიჯების ფონზე.
მოუმატებს თანდათან.
ქვილითასაც არა უშავდა.
რომასთან თამაშით დიდი გამოცდილება მიიღეს.
უნდა გააგრძელონ შრომა და წავლენ წინ.
giabar
28 თებერვალი 2020 11:53
3
თამაშს რადიოში უსმენდი?
დავით 67
28 თებერვალი 2020 15:35
3
რომას კარში გოლის გატანა ძნელია არა?! აბა ზულტე ვარეგემს და ბეერსხოტის კარში გოლის გამო არ ყიდულობენ ფეხბურთელებს! ჰა ბურთი და მოედანი! დაემტკიცებინა რომ იმსახურებს ტოპ გუნდში თამაშს
დათო
28 თებერვალი 2020 00:13
26
....და ამისთვს 20წთ საკმარისია???!!!! თანაც როცა "რომას" უკვე აწყიბს ანგარიში და დაცვაში დგას!!!
დათო
28 თებერვალი 2020 00:25
3
ბელორუსთან კვარაცხელიას დაყენება სჯობია თავდასხმაში,ჩაკვეტაძის მაგივრად. ბევრად სუსტია ვიდრე მეგონა.
დავით 67
28 თებერვალი 2020 08:44
17
ნაკრებში ყველას მაინც ჯგერენაია ჯობს. სტალიცა მირა გოროდ ოჩამჩირ.
ოზეკი
28 თებერვალი 2020 11:33
2
ჯგერენაია კი არა გელა ნუგზარაშვილი. სტალიცა მირა გოროდ დებილგრად!
ჯერი
28 თებერვალი 2020 17:41
1
ნაკრებშიც ასე თამაშობდა ჩაკვეტაძე ფლანგიდან უტევდა და ამწვავებდა. ბურთს არ კარგავდა. ერთი ერთზე ჩაკვეტაძის მოტუებული ფეხბურთელი არ მინახავს. სისწრაფეში აკეთებს ყველაფერს. რა ფორმაშიც იყო იმასთან მიახლოებულშია ჩემი აზრით. ბელგიის ჩემპიონატში სასტარტოში დააწყებინებს ალბათ.
ალბათ
28 თებერვალი 2020 00:18
15
უნიჟარო ლოკოკინა,ლოქორას რომ ეძახიან,ძალიან მოქნილია,ძვალი საერთოდ არ აქვს,მაგრამ მოატყუებს ვინმეს?სისწრაფის გარეშე,როგორ მოატყუებ კაცს?ნამდვილად არ მესმის.ოლეგ ბლოხინს საერთოდ არ შეეძლო ადგილზე კაცის მოტყუება,მაგრამ სსრკს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი,ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზის მფლობელი და მსოფლიოს დონის ფეხბურთელის სტატუსის მატარებელი ფეხბურთელი იყო.სწორედ სისწრაფის და სისწრაფეში დრიბლინგის წყალობით.
სოსო
28 თებერვალი 2020 10:48
0
ჩაკვე ზოგიერთ სლის კომენტარს ყურადღება არ მიაქციო,ზოგს მოუსმინე! შენი იმედი გვაქ!!!
zura
28 თებერვალი 2020 17:14
1
ესეთი ჩაკვეტაძე ნაკრებში არავის არ უნდა,ძლივს დადიოდა გუშინ თამაშზე,ბურთს ვერ აჩერებდა,გამოდიხართ მერე კლავიატურის ლომებო და სალუქვაძეს აკრიტიკებთ ცუდი თქვაო,გვყავს ამ ეტაპზე საუკეთედო ფორმაში მყოფი ბიჭები დავითაშვილი კვარაცხელია ხარაიშვილი,დაიბოღმეთ და გასკდით ეკრანის უკან,
ფანოღებს და ტროლებს
28 თებერვალი 2020 14:21
11
რას ამბობ? დაგავიწყდა ქართული ვირუსი? თუ ამოიჩემეს ერთხელ, არაფერი ეშველებათ. არადა ჩაკვეტაძე არაფერი ფეხბურთელი არაა. ხომ ხედავ მიზეზად ტრამვის არსებობას ასახელებენ, თითქოს ტრამვის შემდეგ სხვა ცნობილ ფეხბურთელებს აღარ ეთამაშოთ ნორმალურად
დავით 67
28 თებერვალი 2020 16:06
6
გიცანით ლევან, გამოდიი...
დდდ
28 თებერვალი 2020 18:36
2
ძალიან მომეწონა ორივე ჩვენი ფეხბურთელი! ყოჩაღ! ქვილითაიას მაგრად აქვს მომატებული. ჩაკვეტაძემ აჩვენა, რომ ლომია და მალე შევა იმ სტადიაში რომელიც ლომს ეკადრება! ოღონ სჭირდება ტამაში, თავიდანვე სასტაროში. მერე თუ ბოლომდე ვერ გაქაჩა, მერე გამოცვალონ! ორივენი მაგარი ბიჭები არიან და კიდევ იტყვიან თავის სიტყვას!
aburjga
28 თებერვალი 2020 14:33
5

სიახლეები პოპულარული