ევროპა ლიგა. 1/2-ფინალი: ხოჭოლავას "შახტარი" "ინტერთან" უშანსოდ დამარცხდა - 0:5! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
17 აგვისტოს, ევროპა ლიგის ნახევარფინალში "ინტერმა" "შახტარს" 5:0 სძლია.

"მეშახტეთა" მწვრთნელმა ლუიშ კაშტრუმ დისკვალიფიკაციამოხდილი მცველი ხოჭოლავა ძირითად შემადგენლობაში დააყენა და ლუკაკუს მეურვეობა დაავალა. გუნდებმა თამაში დაბალ ტემპში, ყოველგვარი დაზვერვის გარეშე დაიწყეს. მეტოქის სასტარტო შეტევების მოგერიების შემდეგ დონეცკურმა გუნდმა ბურთზე კონტროლი დაამყარა, თუმცა მომენტის შექმნა უჭირდა. ორივე გუნდი აშკარად ფრთხილობდა და თამაშს ვერ ამწვავებდა.

"ნერაძურიმ" მე-19 წუთზე პირველივე შანსი გამოიყენა, როდესაც საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე მარტინესმა კრივცოვს დაასწრო და თავურით პიატოვის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი. ცოტა ხანში მილანელებმა ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობა გაუშვეს
ხელიდან.

"ინტერს" საიმედოდ ჰქონდა ზონები გადაკეტილი და "შახტარის" ბრაზილიელი თავდამსხმელები სახიფათო იერიშების მიტანას ვერ ახერხებდნენ. მოკლედ, ყველაფერი კონტეს გუნდის სცენარით მიმდინარეობდა.

პირველი ტაიმის დასასრულს მარკოს ანტონიოს შორიდან დარტყმული ბურთი ჰანდანოვიჩის კარს ოდნავ ასცდა და "ინტერმა" პირელი ტაიმი 1:0 მოიგო.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, დონბასური გუნდი უხიფათოდ უტევდა, "ინტერმა" კი კინაღამ მეორე გოლი გაიტანა - მარტინესი ხოჭოლავას გაექცა (თითქოს წესების დარღვევას ჰქონდა ადგილი), ბურთის პიატოვზე გადაგდება სცადა, მაგრამ მეკარემ იმარჯვა.

62-ე წუთზე მორაესმა ახლო მანძილიდან ბურთი თავით კარგად ვერ დაარტყა, "შახტარმა" ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლო. მერე დ'ამბროზიომ, მარტინესმა და ლუკაკუმ (ორჯერ) დალაშქრეს პიატოვის კარი და "ინტერმა" დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა - უეფასა და ევროპა ლიგის ნახევარფინალებში ეს ყველაზე დიდი სხვაობით მოგებაა.

მოკლედ, უკეთესი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა და ფინალში გავიდა.

"ინტერი" მეხუთედ გავიდა უეფას თასისა და ევროპა ლიგის ფინალში. მასზე მეტჯერ, ექვსჯერ "სევილია" გავიდა, რომელსაც 21 აგვისტოს კიოლნში გადამწყვეტ მატჩში შეხვდება.

- კონტეს გაწვრთნილი გუნდი ფინალში პირველად გავიდა.
- ლუკაკუმ ტურნირის ზედიზედ 10 მატჩში გაიტანა, რაც რეკორდია - მან ტურნირზე 14 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.
- "ინტერი" 10 წლის შემდეგ პირველად გავიდა ევროტურნირების ფინალში.
- XXI საუკუნეში იტალიური კლუბი პირველად გავიდა ევროპა ლიგის ფინალში.
- "ნერაძურიმ" სეზონში 111 გოლი გაიტანა - ეს უკანასკნელ 90 წელიწადში კლუბის საუკეთესო შედეგია.

დიუსელდორფი. "მერკურ შპილ-არენა"
ინტერი - შახტარი 5:0
გოლები: 1:0 მარტინესი (19), 2:0 დ'ამბროზიო (64), 3:0 მარტინესი (74), 4:0 ლუკაკუ (78), 5:0 ლუკაკუ (83)

ინტერი: ჰანდანოვიჩი, გოდინი, დე ვრეი, ბასტონი, დ'ამბროზიო (მოზესი 81), ბარელა, ბროზოვიჩი (სენსი 85), გალიარდინი, იანგი (ბირაგი 66), ლუკაკუ (ესპოზიტო 85), მარტინესი (ერიკსენი 81)

შახტარი: პიატოვი, დოდო, კრივცოვი, ხოჭოლავა, მატვიენკო, მარკოს ანტონიო, სტეპანენკო, მარლოსი (კონოპლიანკა 75), ალან პატრიკი (სოლომონი 59), ტაისონი, მორაესი

მკითხველის კომენტარები / 14 /
ვისაც ფეხბურთი ელემენტარულად მაინც ესმის ყველა დამეთახმება რომ ცალკეულად ხოჭოლავამ კარგად ითამაშა თავის პოზიციაზე აქ უბრალოდ უზარმაზარი განსხვავება იყო გუნდების კლას შორის და როცა შახტარი ინტერის საჯარიმოშიც კი ვერ შედიოდა და კარში ვერ ურტყამდა ეს ხოჭოლავას ბრალი იყო?? წელს ინტერი ძალიან კარგი გუნდია და მაღალი კლასის ფეხბურთელები ჰყავს
გელა
01:17 18-08-2020
6
ნეტა არ ეთამაშა )))))
პიკეს ქართული ვარიანტი გაიჩითა ))))
ვისაც არ ეზარებოდა ყველამ გოლი გაიტანა
Megreli
00:59 18-08-2020
9

სიახლეები პოპულარული