"აპოლონი" - "საბურთალო" 5:1!!! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალო" კვიპროსში "აპოლონთან" 1:5 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

მასპინძელთა 32 წლის ფრანგმა თავდამსხმელმა დაბომ "საბურთალოს" დაცვის შეცდომებით ისარგებლა, პირველ ტაიმში ორჯერ დალაშქრა კუპატაძის კარი და გუნდების არათანაბარი დონის გათვალისწინებით, მატჩის ბედიც გადაწყვიტა.

59-ე წუთზე დაბოს თანამემამულე თანატოლმა დიჯუნიმ მესამედ დაამწუხრა კუპატაძე, თუმცა შემდეგ გულიაშვილმა ერთი საპასუხო გოლი გაიტანა. ამას ქართული გუნდის მცველთა მორიგი შეცდომა და დაბოს ჰეთ-თრიკი მოჰყვა. 81-ე წუთზე მსაჯმა შეცვლაზე შესული ჭიჭინაძე გააძევა, 86-ეზე კი იაონიატისმა შორიდან ლამაზი დარტყმით ანგარიში დაამრგვალა.

ნიქოზია. "
Neo GSP"
აპოლონი - საბურთალო 5:1
გოლები: 1:0 დაბო (3), 2:0 დაბო (32), 3:0 დიჯუნი (59), 3:1 გულიაშვილი (69), 4:1 დაბო (76), 5:1 იაონიატისი (86)
გაძევება: ჭიჭინაძე (81)

აპოლონი: მალი, პიტასი, იუსტე, როდერჯე, შალაი, მატეი (პსიჩასი 75), საჩეტი, დენიჩი (მარკოვიჩი 64), იაონიატისი, დიჯუნი (აგირე 64), დაბო

საბურთალო: კუპატაძე, მალი, მარგველაშვილი, გრიგალაშვილი, კაკუბავა, ბუმალი (გოჩოლეიშვილი 78), ალთუნაშვილი, ტერა (ჭიჭინაძე 66), ტაბატაძე, ლუმუ (გულიაშვილი 64), ქავთარაძე

მკითხველის კომენტარები / 46 /
მალადცი ორლი)
ჟუჟუნა
27 აგვისტო 2020 22:32
0
"საბურთალო" გუნდი არ ყოფილა. მწვრთნელი ჰყავთ საერთოდ? ბოლობოლო გოლი გულიაშვილმა გაიტანა თუ ქავთარაძემ.კომენტატორებმა გულიაშვილი აქეს და ოქმში ქავთარაძე გიწერიათ...კარგად შეასრულა.
emigranti
28 აგვისტო 2020 03:36
0
მწვრთნელის ძალიან დაბალი კომპეტენცია.დაცვა საერთოდ საშინელება,თორემ რომ წავაგებდით ზუსტად ვიცოდით.
Master
27 აგვისტო 2020 23:21
0
პატარა ჩაიკუკეს ბიჭებმა.ხეჩიკაშვილმა შალოს ეხლა ხელები.
გელა ნუგზარაშვილი
27 აგვისტო 2020 23:12
1
სურათზე შეხედეთ, რა საცოდავად იყურებიან გვერდითი მსაჯისკენ...ამ სამიდან ორი ნაკრებშია გამოძახებული...დაღმასვლას საზღვარი არა აქვს? ყოველ ზაფხულს ევროტურნირებმა უნდა ჩაგვახედოს სარკეში,ისე ვერ ხვდებით, რას წარმოადგენთ?ან არ დაიბრალოთ ფეხბურთელობა, ან იმუშავეთ თქვენს თავზე...
merabi-1960
28 აგვისტო 2020 00:26
0
ერთი ასეთი კაი იდია მომივიდა ამათან მიმართებაში ამათ რომ უყურებ მართლაც გამზადებული ფული მიაქვთ სახლებში ხომარ ჯობია ჩემპიონატი კიდევ შევამციროთ და ამათ მეორე ლიგაში უკრათ თავი და იქნებ მერე მოვიდნენ აზრზე და ან ივარჯიშონ იმის გულისთვის რომ მაღალ ლიგაში ამოსვლა მათვის ლიგის ტოლფასი გახდეს
Gio
27 აგვისტო 2020 22:52
2
300 მილიონი მეცნიერების განვითარებაში რომ ჩაგვედო ყოველ წელს ახლა
შვეიცარიის თუ არა პოლონეთის დონეზე მაინც ვიქნებოდით
kolxi
28 აგვისტო 2020 12:37
1
აუუფ,ეს აპოლონი კიარა და ბარსელონას უფრო გავდა,რა ტექნიკა რა დრიბლინგი ?! ,ჩენები გასაგებია მეორე გოლის მერე იფიქრეს აზრი არააქვს თამაშს და რა 2:0 წაგვიგია რა 5:0 რაზე ვიწვალოთო ? გულშემატკივარს რომ გაუტყდება, ეგ მაგათ სულ ბაირამ დუდუკზე კიდია
devkalion
28 აგვისტო 2020 00:49
0
ახლა ჭირს ცხოვრება და სჯობია სოფლის მეურნეობა ავაყვავოთ.რამდენი ბოსტნეული მოვა ეს სტადიონები რომ გადაეცეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს! ყოველ წელს ერთიდაიგივე აღარ მოგბეზრდათ ასეთი განადგურება უსუსტეს გუნდებთან? ვინმეს კიდევ თუ აქვს ოდნავ მაინც იმედი რომ ქართული გუნდები რაღაცას მიაღწევენ სასწრაფოდ ფსიქიატრი სჭირდებათ. მე მაგალითად ვინმემ ქართული გუნდების წარმატებაზე რომ დამიწყოს ლაპარაკი, ეგრევე სასწრაფოს გამოვუძახებ!
დავით 67
28 აგვისტო 2020 05:30
4
ძალიან დიდი წარმატებაა, მხოლოდ 5:1 რომ წააგეს, ხომ შეიძლებოდა 10-15 ბურთიც კი გაეშვათ?
აბა მიდი გამოუძახე სასწრაფოს!!!!!
:) :) :)
ცდებით
28 აგვისტო 2020 11:20
0
ქარტული ფეხბურთი დაასამარეს და ახლა გინდა საქართველოს სოფლის მეურნეობა დაასამარონ..დაანებე თავი ითამაშონ რასაც თამაშობენ ჩვენს ისეც დანგრეულ სოფლის მეურნეობას კიდევ ეს უნდა?
ბეგო
28 აგვისტო 2020 13:49
0
ჩენი გუნდების ევროტურნირებიდან პირველივე ეტაპიდან გამოთიშვის შემთხვევაში მათ მთავარ მწვრთნელებს დაევალოს პროლიცენზიის კურსების ხელახლად გავლა კურსების ადმინისტრაციის ხარჯზე და ჩაუტარდეთ ტრადიციულზე უფრო მკაცრი გამოცდები
შოკირებული გულშემატკივარი
28 აგვისტო 2020 00:47
1

სიახლეები პოპულარული