"ლოკომოტივმა" ფავორიტად მიჩნეულ "უნივერსიტატეას" სძლია და შემდეგ ეტაპზე გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "ლოკომოტივმა" საკუთარ მოედანზე რუმინეთის "უნივერსიტატეა" 2:1 დაამარცხა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ "ლოკომოტივმა" სწრაფი კონტრშეტევით ანგარიში გახსნა - მარჯვენა ფლანგზე სამურკასოვი გაიჭრა, კირკიტაძეს გაუკეთა გადაცემა, მისი პასი კი სიხარულიძემ გოლით დააგვირგვინა. ცოტა ხანში "ლოკომ" კიდევ ერთი კონტრიერიშით იხეირა, როდესაც დარცმელიამ ხელსაყრელ პოზიციაზე იმრანი გაიყვანა და მან შანსი ხელიდან არ გაუშვა.

სტუმრები დიდი ძალებით წავიდნენ წინ და მათი თავდამსხმელის დარტყმული ბურთი სანდოხაძისგან რიკოშეტით ძელს მოხვ
და. კომპენსირებულ დროში ბიარამამ ერთი საპასუხო გოლი გაიტანა და შეხვედრა 2:1 დასრულდა.

რეზიუმეს სახით შეიძლება ითქვას, რომ "ლოკომოტივის" მწვრთნელ ჭიაბრიშვილის არჩეულმა სტრატეგიამ გაამართლა და წყვილში არაფავორიტად მიჩნეული გუნდი შემდეგ ეტაპზე გავიდა.

თბილისი. "მიხეილ მესხი 2"
ლოკომოტივი - უნივერსეტატეა 2:1
გოლები: 1:0 სიხარულიძე (57), 2:0 იმრანი (60), 2:1 ბაიარამა (90+4)

ლოკომოტივი: მამარდაშვილი, გაბაძე, სანდოხაძე (ანდრონიკაშვილი 77), გურეშიძე, უბილავა, დარცმელია, შონია, სამურკასოვი, კირკიტაძე, იმრანი (ძებნიაური 70), სიხარულიძე

უნივერსიტატეა: პიგლაცელი, ბანჩუ, კონსტანტინი, აცკა, ვატაჯელუ, ციცალდაუ, მატეუ (სკრეციუ 67), ნისტორი (ბაიარამი 77), ივნი, კოლჯიჩი, ბარბუტი (მიხაილა 61)

მკითხველის კომენტარები / 39 /
ვულოცავ "ლოკომოტივს"...
tngh
28 აგვისტო 2020 09:51
0
ეხლა ნუ მიაც მოაცვავთ ეს ვითომ ექსპერტები და ნუ პროფესორობთ დააყენეთ ერთი ადგილები ალბათ წააგეთ და გიტყდებათ მაგიტომ გილოცავ ლოკო წარმატებები
Gio
28 აგვისტო 2020 05:28
3
ბოლო გჯეჯილებაა ეგეც
ბაჩი
27 აგვისტო 2020 23:38
25
ერთი სიტყვით, მოკლე ანალიზი ასეთია, ქართული ფეხბურთი არის ჭაობში, დაწყებული ბავშთა ფეხბურთით გაგრძელებული ჭაბუკებით და დამთავრებული უმაღლესი ლიგით... მთლიან სამწვრთვნელო შემადგენლობა არის შესაცვლელი, ან უნდა ვთქვათ რომ ფეხბურთი საქართველოში არსებობს იმისთვის რომ გარკვეული რაოდენობა ახალოგაზრდებისა და მოზრდილებისაც ვუზრუნველყოთ ფინანსურად რომ შექმნან ოჯახები, გამრავლდნენ და ა.შ... თუ ვამბობთ რომ ფეხბურთი არ არის დასაქმების ბიურო და ვთვლით რომ ფეხბურთი უნდა იყოს პროფესიონალურ დონეზე აყვანილი, უნდა იყოს დაკომპლექტებული პროფესინალებით მაშინ დღევანდელი შემადგენლობა ფეხბურთში დასაქმებული ადამიანებისა დასათხოვია... დინამოს გამოსვლა იყო სრული კატასტროფა, ფიფია ისევ მეწველი ძროხის პოზაში ყავთ, მაგ კაცმა ხალხის ცნობა უნდა ისწავლოს ჯერ და მერე ჩადოს ფული. საბურთალო სრული კატასტროფა. ლოკომოტივი შედარებით ამათზე უკეთესი, მაგრამ თამაშის მიწურულს ისევ გამძლეობაზე თამაში, კუნთის დაჭიმვები და ა,შ ანუ კატასტროფული ფიზიკური მომზადება... ბათუმის დინამომ ყველაზე ნორმალური შთაბეჭდილება დატოვა და ისიც სხვა ქართულ გუნდებთან შედარებით კარგი ლეგიონერების გამო, შევუქოთ ამ გუნდის ხელმძღვანელობას კარგი სელექციის უნარი... ფული არ არის და ის, ამას შევეშვათ, მოდი ჯერ პროფესიონალიზმი იყოს და მერე ფულიც გაჩნდება, ამიტომ ორი ვარიანტი გვაქვს, ან ფეხბურთი განციდის რევოლუციას და ევოლუციას ან კი უნდა გაყვნენ ბათუმის დინამოს გზას და ნახევარი გუნდი დაკომპლექტებული უნდა იყოს კარგი ლეგიონერებით...
დათო
28 აგვისტო 2020 10:45
1
racarunda izaxos xalxma totalizatoris tamachi ikoo, mainc ver davijereb, kochag lokos , es gamarjveba mteli sakartvelos gamarjvebaa, zaan ki undoda ruminelebs mogeba , es gamochda kidec bolo cutebchi, magram verapeli knes da zalian kargi,axla mtavaria vinme martla grandi ar chexvdes tore aset sachvalo gundebtan cheizleba mogeba, carmatebebi da mogeba lokos, mogeba romelic zaan gvchirdeba momavachi reitingistvis.
x
28 აგვისტო 2020 14:41
4
ყოჩაღ ჭიაბრიშვილი და მთელი გუნდი.ფიზიკაში უჭირთ,ბოლოს ძლივს გადაადგილდებოდნენ მინდორზე.ესეც გამოსწორებადია.გილოცავთ და წარმატებები
ნუკრი
28 აგვისტო 2020 09:04
2
გილოცავთ,გილოცავთ!ბრავო!თქვენ ძალიან გაახარეთ საქართველო! გისურვებთ ახალ წარმატებებს!
თენგიზ პაჭკორია
28 აგვისტო 2020 14:11
2
ამ თამაშის ვიდეოჩანაწერები წაშალეთ შემთხვევით უეფაში ვინმემ არ ნახოს თორემ რამდენიმე წლიანი დისკვალიფიკაცია არ აცდება ქართულ კლუბს რუმინელებთან ერთად, ბიჭოო ან პენალტი აიკიდე ან საჯარიმოში ხელით ითამაშე ასე აშკარად გოლის გაშვება სად გაგონილა მცველი ესკორტივით გვერდზე მიყვება და მეკარემ კარებიდან სულ გაიქცა
ირაკლი
28 აგვისტო 2020 13:01
9
Didi skandali iqneba.ruminelebma tamashi zalit caages
Zemo svireli
28 აგვისტო 2020 10:15
7
ყოჩაღ და მადლობა.
100%
28 აგვისტო 2020 00:40
3

სიახლეები პოპულარული