პირველი შეხვედრა სევილიელებს მინიმალური ანგარიშით ჰქონდათ მოგებული და ინგლისური მატჩის 90 წუთიც მასპინძლების იმავე ანგარიშით გამარჯვებით დასრულდა. გადამწყვეტი ანდრეი იარმოლენკოს გოლი გამოდგა, რომელიც მან განსაცდელში მყოფ სამშობლოს, უკრაინას მიუძღვნა. ანდრეიმ პრემიერლიგის წინა ტურში, "ასტონ ვილას" წინააღმდეგაც გაიტანა.
39-ე წუთზე სეუჩეკმა ანტონიოს პასი გოლად აქცია. იარმოლენკო მოედანზე 88-ე წუთზე შევიდა, 112-ზე კი ფორნალსის პასი შეირგო.
ევროპა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის კენჭისყრა დღეს, 18 მარტს, თბილისის დროით 16:30 საათზე დაიწყება.
"ბარსელონამ" "გალათასარაის" თამაში შემოუტრიალა და მეოთხედფინალში გავიდა