"ბიჭებო, რატომ სხედხართ ყ***ვით და არაფერს ამბობთ?" - იარმოლენკო რუსეთის ნაკრების ფეხბურთელებს მიმართავს

AutoSharing Option
უკრაინის ნაკრებისა და "ვესტ ჰემის" ნახევარმცველმა ანდრეი იარმოლენკომ სოციალური ქსელით ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ის რუს ფეხბურთელებს მიმართავს:

"მე ანდრეი იარმოლენკო ვარ, უკრაინის ნაკრების ფეხბურთელი. დავიბადე პეტერბურგში, თუმცა გავიზარდე უკრაინაში და ჩემს თავს 100%-ით უკრაინელად ვთვლი.

რუსეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებთან კითხვა მაქვს... ბიჭებო, რატომ სხედხართ ყ***ვით და არაფერს ამბობთ?

ჩემს ქვეყანაში ხოცავენ ხალხს, დედებს, ცოლებს, ხოცავენ შვილებს, მაგრამ თქვენ ჩუმად ხართ და ხმას არ იღებთ...

მითხარით, რა იქნებოდა, რომ ყველა ერთად გაერთიანებულიყავით და გეჩვენებინათ ხალხისთვის, რეალურად რა ხდება ჩემს ქვეყანაში?!

ბიჭებო,
თქვენი გავლენა ხალხზე დიდია! ვიცი, რომ ზოგიერთ თქვენგანს მოსწონს ყვე*ბის ჩვენება კამერებთან, მაგრამ ახლა დროა აჩვენოთ თქვენი ყვე*ბი რეალურ ცხოვრებაში.

მადლობა ყურადღებისთვის, დიდება უკრაინას!" - ამბობს იარმოლენკო.
მკითხველის კომენტარები / 6 /
გაწყვიტე კონტრაქტი და წადი იომე, თუ არ გინდა ფული დაკარგო ?
ქიტესა
02:51 04-03-2022
11
ვიდიჩი სერბეთის ომის საფრთხის დროს ფერგიუსონს დაეთხოვა და მანჩესტერი მიატოვა სამშობლოს დასაცავად.
შენ ბიძი პრემიერლიგაში ითამაშო და საქართველოდან ჩადიან საომრად მოხალისეები-ეს სად წერია?
მნ...ლა ძიუბა რო პუტინს არ დაუპირისპირდება შენც ხო ხვდები.ასე რომ სოც ქსელში პატრიოტობაც არ არის მაგარი საქმე როცა ქვეყანას გიბომბავენ
Levani
23:58 03-03-2022
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული