ევროპა ლიგის ფინალში "აინტრახტი" და "რეინჯერსი" გავიდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩები გაიმართა და ფინალისტები გაირკვა.

„აინტრახტმა“ ლონდონში 2:1 დამარცხების შემდეგ სახლში 1:0 სძლია „ვესტ ჰემს“, რომელიც მე-19 წუთზე კაცნაკლული დარჩა და მესამედ ისტორიაში და 1980 წლის მერე პირველად გავიდა ევროტურნირის ფინალში.

ფრანკფურტი. „დოიჩე ბანკ პარკი“

აინტრახტი - ვესტ ჰემი 1:0
გოლი: ბორე (26)
გაძევება: ქრესუელი (19, ვესტ ჰემი)

გერმანიაში 0:1 დამარცხებულმა „რეინჯერსმა“ საკუთარ მოედანზე 3:1 სძლია „ლაიპციგს“ და ფინალის საგზური მოიპოვა.

გლაზგო. „აიბროქსი“
რეინჯერსი - ლაიპციგი 3:1
გოლები: 1:0 ტავერნიე (18), 2:0 კამარა (24), 2:1 ნკუნკუ
(70), 3:1 ლანდსტრიომი (81)

18 მაისს სევილიაში, ფინალში, „აინტრახტი“ და „რეინჯერსი“ შეხვდებიან.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული