ფრანკფურტელებმა უეფას შეუკურთხეს (F**k UEFA) და ევროპა ლიგა მოიგეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის ფინალში "აინტრახტმა" "რეინჯერსი" პენალტების სერიაში დაამარცხა და 42 წლის შემდეგ ისევ მოიგო ევროტურნირი.

სევილიაში 150 ათასი გერმანელი და შოტლანდიელი გულშემატკივარი ჩავიდა და მატჩის დაწყებამდე მაგრადაც იჩხუბეს. "აინტრახტის" ფანებმა სტადიონზე უეფას ბანერები ჩამოგლიჯეს და მაისურებით ტრიბუნებზე წარწერა გამოსახეს: "F**k UEFA". მოედანზე კი უშეღავათო ბრძოლა გაიმართა. პირველ ტაიმში ფრანკფურტელები ოდნავ უკეთ გამოიყურებოდნენ, მაგრამ გოლი ვერ გაიტანეს.

შესვენების შემდეგ ისევ "აინტრახტი" უტევდა, დაწინაურება კი არიბოს გოლით გლაზგოელებმა მოახერხეს, რომელმაც მცველების შეცდომით ისარგებლა
და ტურნირზე პირველად გაიტანა. თუმცა მერე ბოდემ ანგარიში გაათანაბრა და ძირითადი დრო 1:1 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულმა მეკარე ტრაპმა დამატებით დროში ორჯერ გადაარჩინა ფრანკფურტელები, საქმე პენალტების სერიამდე მიიყვანა, სადაც რამზის დარტყმული მოიგერია და "აინტრახტმა" 5:4 გაიმარჯვა.

გუნდი, რომელიც ბუნდესლიგაში მე-11 ადგილზე გავიდა, მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს (ისტორიაში პირველად) და 10 აგვისტოს უეფას სუპერთასზე "რეალსა" და "ლივერპულს" შორის გამარჯვებულს შეხვდება.

სევილია. "სანჩეს პისხუანი". 38 842 მაყურებელი
აინტრახტი - რეინჯერსი 1:1 (პენ. 5:4)
გოლები: 0:1 არიბო (57), 1:1 ბორე (69)

მკითხველის კომენტარები / 7 /
უყურებ ამ კადრებს ყოველი სეზონის ბოლოს და ცრემლები მომდის თუ ვეღირსები ჩემს სიცოცხლეში ქართული გუნდის ასეტ წარმატებას ნუთუ ჩვენი მომავალი თაობა ამ კადრების ნახვის მერე არ ფიქრობს რომ განიცადონ ასეთი რამე ..?
goga
11:46 19-05-2022
3
თამაშს სულ 38 ათასი დესწროვო.. დანარჩენი, მინიმუმ 110 ათასი სად წავიდნენ საინტერესოა,სტადიონის მიმდებარე ტერიტორია რამდენჯერმე აჩვენეს გახსნილი კადრიდ და გულშემატკივართა განსაკუთრებული რაოდენობა არ ჩანდა..........
კაკო
09:26 19-05-2022
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული