მომავალ ევროპის ლიგაზე სამი ქართველი ფეხბურთელი: ოთარ კიტეიშვილი ("შტურმი"), ირაკლი აზაროვი ("ცრვენა ზვეზდა") და ლუკა გუგეშაშვილი ("ყარაბახი"), იასპარეზებს.
"შტურმს" საკმაოდ რთული, F ჯგუფი შეხვდა, სადაც მისი მეტოქეები "ლაციო", "ფეიენოორდი" და "მიდტიულანდი" იქნებიან.
რაც შეეხება აზაროვის გუნდს, სერბები H ჯგუფში "მონაკოს", "ფერენცვაროშსა" და "ტრაბზონსპორს" დაუპირისპირდებიან.
გუგეშაშვილის "ყარაბახი" კი G ჯგუფში "ოლიმპიაკოსთან", "ფრაიბურგთან" და "ნანტთან" ერთად იქნება.
ჯგუფები კი ასე გამოიყურება:
A ჯგუფი: არსენალი, პსვ, ბოდო გლიმტი, ციურიხი
B ჯგუფი: დინამო კიევი, რენი, ფენერბაჰჩე, აეკ-ი
D ჯგუფი: ბრაგა, მალმიო, უნიონ ბერლინი, იუნიონ სენტ-ჟილუა
E ჯგუფი: მანჩესტერ იუნაიტედი, რეალ სოსიედადი, შერიფი, ომინია
F ჯგუფი: ლაციო, ფეიენოორდი, მიდტიულანდი, შტურმი
G ჯგუფი: ოლიმპიაკოსი, ყარაბახი, ფრაიბურგი, ნანტი
H ჯგუფი: ცრვენა ზვეზდა, მონაკო, ფერენცვაროში, ტრაბზონსპორი