"ბარსელონამ" სახლში "მანჩესტერს" ვერ სძლია

AutoSharing Option
ევროპა ლიგის პირველი 1/16-ფინალური მატჩი „ბარსელონასა“ და „მანჩესტერს“ შორის 2:2 დასრულდა.

თქვენს ყურადღებას ძირითად ეპიზოდებზე გავამახვილებთ: 41-ე წუთზე მასპინძელთა ნახევარმცველმა პედრიმ ტრავმა მიიღო და სერხი რობერტომ შეცვალა. შესვენების შემდეგ ალონსომ თავურით „ბარსა“ დააწინაურა, ორიოდ წუთში კი რეშფორდი მეკარე ტერ შტეგენთან მახვილი კუთხიდან ერთი-ერთზე გავიდა და ანგარიში გაათანაბრა. ცოტა ხანში რეშფორდის ჩაწოდებული ბურთი კუნდემ საკუთარ კარში ჩაჭრა და სტუმრები წინ გავიდნენ. 76-ე წუთზე რაფინიამ გადაცემა ლევანდოვსკის გაუკეთა და ისე, რომ ბურთს პოლონელი ვერ შეეხო, დე ხეას კარში გავიდა. ბოლოს კატალონიური გუნდი
შტურმზე გადავიდა. ბურთი საჯარიმოში ხელზე „იუნაიტედის“ ნახევარმცველ ფრედს მოხვდა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. ერთხელ სტუმრები ძელმა იხსნა, ორჯერ - დე ხეამ და საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა.

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 24 თებერვალს „ოლდ ტრაფორდზე“ ჩატარდება.

ბარსელონა. „კამპ ნოუ“
ბარსელონა - მანჩესტერი 2:2
გოლები: 1:0 ალონსო (50), 1:1 რეშფორდი (52), 1:2 კუნდე (59, საკ. კარში), 2:2 რაფინია (76)

მკითხველის კომენტარები / 9 /
ბარსა-მანჩესტერის თამაშმა ლიგის ყველა თამაში ჯიბეში ჩაისვა!!!
barca
23:55 16-02-2023
1
რატომღაც მგონია,რომ ბარსელონა გავა შემდეგ ეტაპზე.
Მეზღვაური
00:00 17-02-2023
2

სიახლეები პოპულარული