"მანჩესტერმა" "ბარსელონა" გამოაგდო - ევროპა ლიგის ყველა მერვედფინალისტი გაირკვა

AutoSharing Option
ევროპა ლიგის საპასუხო 1/16-ფინალურ მატჩში „მანჩესტერმა“ საკუთარ მოედანზე „ბარსელონა“ 2:1 დაამარცხა (პირველი შეხვედრა 2:2 დასრულდა) და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

. ამით შეწყდა „ბარსას“ 18-მატჩიანი წაუგებელი სერია, რომელიც ოქტომბერში დაიწყო.
. „მანჩესტერმა“ „ბარსელონას“ 2008 წლის შემდეგ პირველად სძლია - აქამდე ოთხჯერ დამარცხდა და ერთხელ ფრედ ეთამაშა.
. „მანჩესტერი“ ბოლო 9 მატჩში დაუმარცხებელია - 7 მოგება და 2 ფრე.

მანჩესტერი. „ოლდ ტრაფორდი“
მანჩესტერი - ბარსელონა 2:1
გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (18, პენ), 1:1 ფრედი (47), 2:1 ანტონი (73)

ცნობილი გახდა ყველა მერვედფინალისტი:
„მანჩესტერი“, „შახტარი“, „იუვენტუსი“, „რომა“, „უნიონი“, „ბაიერი“, „სევილია“, „სპორტინგი“, „ფერენცვაროში“, „ბეტისი“, „ფეიენოორდი“, „არსენალი“, „ფენერბაჰჩე“, „ფრაიბურგი“, „იუნიონი“ და „სოსიედადი“.

კენჭისყრა 24 თებერვალს ნიონში გაიმართება. პირველი შეხვედრები 9 მარტს ჩატარდება, საპასუხოები კი - 16 მარტს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
კარგი გუნდია მანჩესტერი,მაგრამ ზაფხულში აუცილებლად უნდა იყიდონ ცენტრფორვარდი! Ასევე მარჯვენა მცველიც სჭირდება მგონი გუნდს,უფრო კვალიფიციური ვიდრე ვან-ბისაკა,ნუ დალოტიც არაა ცუდი მცველი.ზაფხულში უნდა გაყიდოს გუნდმა ჩემი აზრით მარსიალი,მაგუაიერი,მაკტომინეი და ა.შ ხალხი და მაგ თანხით კარგი ცენტრ ფორვარდი იყიდონ.
Მეზღვაური
14:43 24-02-2023
0
ბავარიას სახელზე ხომ ხტიან და ეხლა მანჩესტერის სახელზე დაეცემათ ელდა ამ საცოდავები.
Bavaria
14:40 24-02-2023
9

სიახლეები პოპულარული