ევროპა ლიგის ფინალში "სევილია" და "რომა" შეხვდებიან

AutoSharing Option
გაიმართა ევროპა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩები და ფინალისტები გაირკვა.

"სევილიასა" და "იუვენტუსის" პირველი შეხვედრა 1:1 დასრულდა, ამ გუნდების მეორე დაპირისპირებაში კი ესპანელებმა დამატებით დროში 2:1 იმარჯვეს.

"რომამ" სახლში 1:0 მოგების შემდეგ გასვლაზე "ბაიერთან" სასურველ უგოლო ფრეს მიაღწია.

ფინალი 31 მაისს ბუდაპეშტის "პუშკაშ არენაზე" გაიმართება.

სევილია. "სანჩეს პისხუანი"
სევილია - იუვენტუსი 2:1 (ძირ. დრო 1:1)
გოლები: 0:1 ვლაჰოვიჩი (65), 1:1 სუსო (71), 2:1 ლამელა (95)
გაძევება: აკუნია (115, სევილია)

ლევერკუზენი. "ბაიარენა"
ბაიერი - რომა 0:0

. "სევილია" ბოლო 18 წელიწადში მეშვიდედ გავიდა ამ ტურნირის ფინალში -
წინა ექვსი მოიგო.
. მოურინიო ევროტურნირების ფინალში მეექვსედ გავიდა - მისი გაწვრთნილი გუნდები არასოდეს არ დამარცხებულან.

მკითხველის კომენტარები / 4 /
მალე ლიგის თასს სახელს შეუცვლიან, დაარქმევენ სევილიის თასს!!!
კახა
03:40 19-05-2023
1
"იუვენტუსის" გულშემატკივარი ვარ, მაგრამ რაც მსაჯმა ჩაიდინა პირველი ტაიმის მიწურულს ყოველგვარ წარმოდგენას სცილდება. ვიდეორეფერის ეპოქაში ასეთი აშკარა თეთრმეტმერიანი არ დადო "სევილიის" სასარგებლოდ, ან ბრმა უნდა იყო ან "იუვეს" ფანი, ან მოსყიდული. ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა და იმედია რეაგირების გარეშე არ დატოვებენ. ყველა ასეთი მსაჯი სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს.
ირაკლი
12:46 19-05-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული