ევროპა ლიგა. 1/4-ფინალი: შოკირებული "ენფილდი", "ბაიერის" მორიგი გამარჯვება და "რომას" მიერ ძლეული "მილანი" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა.

სენსაციური შედეგი დაფიქსირდა „ენფილდზე“, სადაც „ატალანტამ“ „ლივერპული“ 3:0 დაამარცხა, რომელმაც თამაში ნახევრად სარეზერვო შემადგენლობით დაიწყო. სკამაკამ დუბლი შეასრულა. ამით შეწყდა საკუთარ მოედანზე კლოპის გუნდის 33-მატჩიანი წაუგებელი სერია - 28 მოგება და 5 ფრე.

„ბაიერმა“ ლევერკუზენში 2:0 სძლია „ვესტ ჰემს“. ლევერკუზენულმა გუნდმა ბოლო 42 შეხვედრაში 37 გამარჯვება მოიპოვა და 5-ჯერ ფრეს დასჯერდა - უკანასკნელად მაისში წააგო.

„რომამ“ სტუმრად 1:0 მოუგო „მილანს“. რომაულმა გუნდმა მოურინიოს გადაყენების შემდეგ 16 მატჩიდან 10 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და 2
წააგო.

„ბენფიკამ“ ლისაბონში 2:1 დაამარცხა „მარსელი“. ობამეიანგის გოლმა ფრანგულ გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი დაუტოვა.

ლივერპული. „ენფილდი“
ლივერპული - ატალანტა 0:3
გოლები: 0:1 სკამაკა (38), 0:2 სკამაკა (60), 0:3 პაშალიჩი (80)

ლევერკუზენი. „ბაიარენა“
ბაიერი - ვესტ ჰემი 2:0
გოლები: 1:0 ჰოფმანი (83), 2:0 ბონიფასე (90+1)

მილანი. „სან სირო“
მილანი - რომა 0:1
გოლი: მანჩინი (17)

ლისაბონი. „და ლუში“
ბენფიკა - მარსელი 2:1
გოლები: 1:0 რაფა (16), 2:0 დი მარია (52), 2:1 ობამეიანგი (67)

აგრეთვე კონფერენს ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა.

ოლიმპიაკოსი - ფენერბაჰჩე 3:2
პლზენი - ფიორენტინა 0:0
ბრიუგე - პაოკი 1:0
ასტონ ვილა - ლილი 2:1

საპასუხო შეხვედრები 18 აპრილს ჩატარდება.

altკლოპი: "ატალანტასთან" მატჩის წინ: ევროპის ლიგის მოგება გვინდა

მკითხველის კომენტარები / 3 /
ლივერპულის წაგება სენსაცია კიარა კანონზომიერებაა! დოღლიგის მორიგი წარმომადგენელი! იტალიიდან სავარაუდოდ 5 კლუბი გავა ლიგაზე. არსენალიც გავარდება. სიტის კიდე გაუმართლა გვარდიოლა რომ წვრთნის. 10-ჯერ მეტი ფული ტრიალებს ინგლისში, ვიდრე იტალიაში და თუგინდ ჩემპიონთა ლიგაზე და მაინც არაფრისმაქნისები არიან!
ლაშა
08:19 12-04-2024
4
არავითარი სარეზერვო შემადგენლობა არ ყავდა! ნუ იცით ეს გაპრავებები
0

სიახლეები პოპულარული