ლუკმანის ჰეთ-თრიკი - "ატალანტამ" აქამდე უძლეველ "ბაიერს" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის ფინალში „ატალანტამ“ „ბაიერი“ 3:0 დაამარცხა და გასპერინის გუნდმა ტიტული მოიპოვა.

სამივე გოლი 26 წლის ნიგერიელმა თავდამსხმელმა ადემოლა ლუკმანმა გაიტანა.

. ლუკმანი 1975 წლის შემდეგ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ევროპა ლიგის და უეფას თასის ფინალში სამჯერ დალაშქრა მეტოქის კარი.

. ტურნირზე იტალიურმა კლუბმა 1999 წლის შემდეგ პირველად გაიმარჯვა.

. შეწყდა ყველა ტურნირზე ლევერკუზენელთა წაუგებელი 51-მატჩიანი სერია - 42 მოგება და 9 ფრე.

დუბლინი. „ავივა სტადიუმი“. 47 135 მაყურებელი
ატალანტა - ბაიერი 3:0
გოლები: 1:0 ლუკმანი (12), 2:0
ლუკმანი (26), 3:0 ლუკმანი (75)

მკითხველის კომენტარები / 8 /
აი მაგალითი, თუ რატომაა კარგი მწვრთნელის შენარჩუნება (გასპერინი) და არა სეზონში სამი მწვრთნელის შეცვლა (ნაპოლი)!
ლაშა
08:30 23-05-2024
1
ლუკმა- ნი. ლუუქ მანი. შეხედე ფულს. მე ასე გადავთარგმნე.) ანდა ბევრი ლუკმა . ფაქტია რომ ერთ ლუკმად არ ეყო ლევერკუზენი. )) უდავოდ დღეს მისი დღე იყო.ბაიერის ფეხბურთელები პირველ ტაიმში ნასვამებივით დაბორიალობდნენ. ამდენ შეცდომას რომელი გუნდი გაპატიებს? არ მეგონა თუ ასე განადგურდებოდნენ. ეს ყველაზე სუსტი მატჩი იყო, მათი მხრიდან. მე ბაიერს ვქომაგობდი , მაგრამ ატალანტამ ყველა რგოლში დაჯაბნა. ყოჩაღ ბერგამო!
დავით 67
04:47 23-05-2024
1

სიახლეები პოპულარული