ევროპა ლიგა. I ტური: ოსიმენის მორიგი საგოლე პასი - იკარდი დაბრუნდა და გაიტანა

AutoSharing Option
ევროპა ლიგის ტურის პირველ სათამაშო დღეს 9 მატჩი გაიმართა.

"გალათასარაიმ" სახლში 3:1 მოუგო "პაოკს". მეორე გოლი იუნუს აკგიუნმა ოსიმენის პასით 75-ე წუთზე გაიტანა. ნიგერიელმა თურქულ გუნდში ყველა ტურნირზე სამ მატჩში სამი საგოლე გადაცემა გააკეთა, მეტოქეთა კარი კი ჯერ არ დაულაშქრავს. ვიქტორი 78-ე წუთზე მაურო იკარდიმ შეცვალა, რომელმაც ტრავმა მოირჩინა და მან 90+5-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

სხვა მატჩების შედეგები

ალკმაარი - ელფსბორგი 3:2
ბოდო გლიმტი - პორტუ 3:2
დინამო (კიევი) - ლაციო 0:3
მიდტიულანდი - ჰოფენჰაიმი 1:1
ლუდოგორეცი - სლავია 0:2
მანჩესტერი - ტვენტე 1:1
ნიცა -
სოსიედადი 1:1
ანდერლეხტი - ფერენცვაროში 2:1

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული