ბელგიის დედაქალაქი ბრიუსელი, შესაძლოა, გარიცხონ იმ ქალაქების სიიდან, რომლებმაც ევროპის 2020 წლის ჩემპიონატს უნდა უმასპინძლონ, - იტყობინება სააგენტო "როიტერი". ორგანიზატორები ვერ ახერხებენ ახალი სტადიონის მშენებლობის დაწყებას იმის გამო, რომ დღემდე არ მიუღიათ მშენებლობაზე უფლება და, აგრეთვე, ეკოლოგიის სერტიფიკატი.
ბელგიის საფეხბურთო ასოციაციის გენერალურმა მდივანმა კოენ დე ბრაბანდერმა ხაზი გაუსვა, რომ პრობლემის მოგვარების იმედი ჯერ ისევ არსებობს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას უეფა მიიღებს. მისი პროგნოზებით, მშენებლობაზე უფლებას 150 დღის განმავლობაში მიიღებენ, სტადიონი კი 12-დან 18 თვემდე ვადაში აშენდება.
შეგახსენებთ, რომ ევრო 2020, პირველად
ისტორიაში, ევროპის 12 ქვეყნის 13 ქალაქში გაიმართება. ნახევარფინალებსა და ფინალებს ლონდონის სტადიონი "უემბლი" უმასპინძლებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"