ხორვატიის ნაკრების კაპიტანმა ლუკა მოდრიჩმა უნგრეთის ნაკრებთან განცდილი მარცხის შემდეგ (1:2) ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
"საკუთარ დონეზე ვერ ვითამაშეთ და წავაგეთ. თანაბარი თამაში იყო, თუმცა მეტოქემ უფრო მეტი მონდომება და აგრესია აჩვენა, რამაც შედეგი მოუტანა.
ამ მარცხმა რთულ მდგომარეობაში ჩაგვაყენა. დროა, გავიღვიძოთ. აზერბაიჯანთან მატჩში განგაშის პირველი ზარი იყო, მაგრამ იქ ჩვენ გადავრჩით, ახლა კი მორიგი იმედგაცრუება ვიგემეთ.
ასე თუ გავაგრძელეთ, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა ძალიან რთული იქნება. წარსული უნდა დავივიწყოთ. მსოფლიო ჩემპიონატზე შესანიშნავი შედეგი გვქონდა, მაგრამ ახლა ეს უნდა დავივიწყოთ და აწმყოზე
ვიფიქროთ.
მატჩის შედეგზე ბიჭებთან არ გვისაუბრია, იმიტომ, რომ ემოციებზე ვიყავით. ამის შესახებ მოგვიანებით ვისაუბრებთ და ყველაფერს გავაანალიზებთ", - განაცხადა მოდრიჩმა.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის 1-ელ ტურში ხორვატია აზერბაიჯანთან აგებდა, თუმცა მატჩის შემობრუნება შეძლო და 2:1 გაიმარჯვა, 24 მარტს კი უნგრეთთან ამავე ანგარიშით დამარცხდა.
მომზადებულია dnevnik.hr-ის მიხედვით