26 მარტს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე ტურში შვეიცარიისა და დანიის ნაკრებების მატჩი 3:3 დასრულდა.
არადა, სტუმრები 84-ე წუთამდე 0:3-ს აგებდნენ.
შვეიცარიელთა მწვრთნელმა ვლადიმირ პეტკოვიჩმა თქვა, რომ 80 წუთი კარგად ითამაშეს, შემდეგ კი უკან ღრმად დაიხიეს, რისთისაც დაისაჯნენ, თუმცა 2 შეხვედრაში აღებული 4 ქულა ცუდი შედეგი არაა და ხელიდან გაშვებული გამარჯვება ფეხბურთელებზე ცუდად არ იმოქმედებს.
დანიელთა თავკაცმა ოგე ხარეიდემ კი აღნიშნა, რომ ფეხბურთის გაგება ხანდახან წარმოუდგენელია, მისი ფეხბურთელები ფანტასტიკურად გაისარჯნენ, გუნდი, ჟურნალისტები და გულშემატკივრები ერთი გუნდი არიან და ძალიან უნდათ ევროპირველობაზე გასვლა.
ბაზელი. "სენტ იაკობი"
შვეიცარია - დანია 3:3
გოლები: 1:0 ფროილერი (19), 2:2 ჯაკა (66), 3:0 ემბოლო (76), 3:1 იორგენსენი (84), 2:3 გიტკიაერი (88), 3:3 დალსგაარდი (90+3)
შვეიცარია: შომერი, მბაბუ, ელვედი, აკანჯი, როდრიგესი (ბენიტო 46), ზაკარია, ჯაკა (სოუ 79), ფროილერი, ემბოლო, ცუბერი, აჯეტი ( მეჰმედი 71)
დანია: შმეიხელი, დალსგაარდი, კიაერი, მ. იორგენსენი, ლარსენი, შიონე (ჰოიბერგი 70), დელენი, ერიკსენი, პოულსენი, ბრაიტვაიტი, ნ. იორგენსენი (გიტკიაერი 70)