7 ივნისს, ევროპირველობის შესარჩევ ტურნირზე მეორე ტურის მატჩები ჩვენი, D ჯგუფის გარდა კიდევ ოთხ ჯგუფში ჩატარდა.
ესპანეთი სტუმრად ადვილად გაუსწორდა ფარერებს 4:1 და ტურნირის სტარტზე სამივე მატჩი მოიგო. მცველმა სერხიო რამოსმა ეროვნულ გუნდში ჩატარებულ უკანასკნელ 7 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა. 34 წლის ნახევარმცველმა სანტი კასორლამ, რომელსაც კოჭ-წვივზე 10 ოპერაცია გაუკეთეს, 1 302 დღის შემდეგ პირველად ითამაშა "ფურია როხას" ძირითად შემადგენლობაში.
იმდენი იძახა "აინტრახტიდან" "რეალში" გადასულმა სერბმა თავდამსხმელმა ლუკა იოვიჩმა, უკრაინას ვარსკვლავები არა ჰყავსო, სანამ 5 უპასუხო
გოლი არ გაუტანეს. უკრაინამ ბოლოს 5 ბურთის სხვაობით 2009 წლის სექტემბერში კიევში ანდორა 5:0 გაანადგურა. ანდრეი შევჩენკოს გუნდი 7 ქულით ჯგუფის ლიდერია.
A ჯგუფი
პრაღა. "ჯენერალი"
ჩეხეთი - ბულგარეთი 2:1
გოლები: 0:1 ისა (3), 1:1 შიკი (19), 2:1 შიკი (50)
პოდგორიცა. "პოდ გორიცომი"
მონტენეგრო - კოსოვო 1:1
გოლები: 0:1 რაჩიცა (25), 1:1 მუგოსა (69)
B ჯგუფი
ვილნიუსი. "LFF"
ლიეტუვა - ლუქსემბურგი 1:1
გოლები: 0:1 როდრიგესი (20), 1:1 ნოვიკოვასი (74)
გაძევება: მიკოლიუნასი (42), ვორობიოვასი (90+4)
ლვოვი. "ლვოვ არენა"
უკრაინა - სერბეთი 5:0
გოლები: 1:0 ციგანკოვი (26), 2:0 ციგანკოვი (28), 3:0 კონოპლიანკა (46), 4:0 იარემჩუკი (59), 5:0 კონოპლიანკა (75)
F ჯგუფი
ტორსჰავნი. "ტორსვოლიური"
ფარერები - ესპანეთი 1:4
გოლები: 0:1 სერხიო რამოსი (5), 0:2 ხესუს ნავასი (19), 1:2 ოლსენი (30), 1:3 გესტსონი (34, საკ. კარში), 1:4 გაია (71)
ოსლო. "ულევაალი"
ნორვეგია - რუმინეთი 2:2
გოლები: 1:0 ელუონოსი (56), 2:0 ოდეგაარდი (70), 2:1 კესერუ (77), 2:2 კესერუ (90+2)
სოლნა. "ფროინდს არენა"
შვედეთი - მალტა 3:0
გოლები: 1:0 ქუაისონი (2), 2:0 კლასონი (50), 3:0 ისაკი (81)
G ჯგუფი
კლაგენფურტი. "ვიორტჰერსე"
ავსტრია - სლოვენია 1:0
გოლი: ბურგსტალერი (74)
სკოპიე. "ტელეკომი"
ჩრდ. მაკედონია - პოლონეთი 0:1
გოლი: პიონტეკი (47)
გაძევება: მუსლიუ (85, ჩრდ. მაკედონია)
რიგა. "დაუგავა"
ლატვია - ისრაელი 0:3
გოლები: 0:1 ზაჰავი (10), 0:2 ზაჰავი (60), 0:3 ზაჰავი (81)