7 ივნისს, ევროპირველობის შესარჩევი ტურნირზე, D ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები თამაშობს, დანია საკუთარ მოედანზე ირლანდიასთან ფრეს (1:1) დასჯერდა.
მასპინძლებს გაუჭირდათ სტუმრების მედგარი წინააღმდეგობის დაძლევა და მხოლოდ 76-ე წუთზე მოახერხა შეცვლაზე შესულმა "საუთჰემპტონის" ნახევარმცველმა ჰეიბერგმა ანგარიშის გახსნა, თუმცა მათი სიხარული ხანმოკლე გამოდგა - მალე "ბრაიტონის" მცველმა შონ დაფმა საპასუხო გოლი გაიტანა.
დანიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი კოპენჰაგენში 10 ივნისს გაიმართება.
კოპენჰაგენი. "ტელია პარკენი". 34 610 მაყურებელი
დანია - ირლანდია 1:1
გოლები: ჰეიბერგი (76), 1:1 დაფი (85)
დანია: შმეიხელი, კიაერი, დალსგორი, ლარსენი, კრისტენსენი, შიონე (ჰეიბერგი 72), დილეინი, ერიკსენი, იორგენსენი, ბრეიტუიტი (დოლბერგი 65), პოულსენი
ირლანდია: რანდოლფი, კოულმენი, კიოგი, სტევენსი, დაფი, უილანი, ჰურიჰანი (ჰოგანი 82), მაკლეინი, ბრეიდი (ჯაჯი 66), ჰენდრიკი, მაკდოლდრიკი (რობინსონი 88)