საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე დანიამ ირლანდიას ვერ მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
7 ივნისს, ევროპირველობის შესარჩევი ტურნირზე, D ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები თამაშობს, დანია საკუთარ მოედანზე ირლანდიასთან ფრეს (1:1) დასჯერდა.

მასპინძლებს გაუჭირდათ სტუმრების მედგარი წინააღმდეგობის დაძლევა და მხოლოდ 76-ე წუთზე მოახერხა შეცვლაზე შესულმა "საუთჰემპტონის" ნახევარმცველმა ჰეიბერგმა ანგარიშის გახსნა, თუმცა მათი სიხარული ხანმოკლე გამოდგა - მალე "ბრაიტონის" მცველმა შონ დაფმა საპასუხო გოლი გაიტანა.

დანიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი კოპენჰაგენში 10 ივნისს გაიმართება.

კოპენჰაგენი. "ტელია პარკენი". 34 610 მაყურებელი
დანია - ირლანდია 1:1
გოლები: ჰეიბერგი (76), 1:1 დაფი (85)

დანია: შმეიხელი, კიაერი, დალსგორი, ლარსენი, კრისტენსენი, შიონე
(ჰეიბერგი 72), დილეინი, ერიკსენი, იორგენსენი, ბრეიტუიტი (დოლბერგი 65), პოულსენი

ირლანდია: რანდოლფი, კოულმენი, კიოგი, სტევენსი, დაფი, უილანი, ჰურიჰანი (ჰოგანი 82), მაკლეინი, ბრეიდი (ჯაჯი 66), ჰენდრიკი, მაკდოლდრიკი (რობინსონი 88)

მკითხველის კომენტარები / 11 /
თუნდაც 1% იყოს ჩვენი შანცი პირიქით უნდა გვიხაროდეს ამათი ფრე. რამ გაგაბოროტათ ხალხო რამ გაგიქვავათ გული. დაუშვადა მოხდა სასწაული და მოვუგეთ დანიას ხო შეიცვლება ყველაფერი... ვითომ ფეხბურთის მცოდნენო და კრიტიკოსებო მოკეტეთ.. მე კი რა ნაკრებიც გვყავს მაგას ვგულშემავტკივრობ ბოლომდე
ზუგდიდი
08 ივნისი 2019 14:28
4
თუ გვინდა რომ თავები მოვიტყუოთ, მაშინ გეთანხმები. თუმცა, დღევანდელი რეალობა მწარეა
სიმართლე
08 ივნისი 2019 23:44
2
შენ გაიხარე ძმაო, ძლივს დადებითი კომენტარიი არ წავიკითხეე.
giga
08 ივნისი 2019 22:06
0
ყველა გამოხმაურება
დანიას მოუგებთ
imeda
08 ივნისი 2019 11:27
8
ნეტარ არიან მორწმუნენი ფრე ითამაშონ და ჯანდაბას ნუ მოიგე;ენ
912
08 ივნისი 2019 15:23
0
არცერთ ნაკრებს არ მოუწყვეტია ციდა ვარსკვლავები. შეიძლება ამათთან თამაში!
kika
08 ივნისი 2019 11:12
4
ა ბიჭო შანცი...მოვუგოთ დანიას გასვლაზე და რეალური შანცი გაგვიჩნდება გასვლის. მერე დანიას და ირლანდიას შინ ვეთამაშებით. ამ ჯგუფში 10 ივნისის მაჩია ჩვენთვის გადამწყვეტი თუ რამე გვინდა:)
გოგა
08 ივნისი 2019 08:56
4
გელა ნუგზარაშვილი არ ითამაშებს ნეტა?
მურმანი
08 ივნისი 2019 01:54
15
ცუდია ჩვენთვის. ქულები დაკარგეს და ორმაგად მოტივირებულენი იქნებიან. ჩვენც პრაქტიკულად 7-8 კაცი არ ჩაგვყავს ძირითადის გუნდის და იმედია 5 გოლით არ მოგვიგებენ
უარესი ჩვენთვის
08 ივნისი 2019 01:06
2
პირიქით კარგია ქულები რო დაკარგეს, რა გჭირთ, საკუთარი გუნდი თუ არ გიყვართ დაანებეთ მაშინ თავი მაინც.
ლაშა
08 ივნისი 2019 11:16
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული