დიდიე დეშამი: თურქეთის ნაკრებმა სილა გაგვაწნა

AutoSharing Option
ევროშესარჩევი ტურნირის მესამე ტურში სტუმრად თურქეთთან 0:2 დამარცხების შემდეგ კომენტარი საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა დიდიე დეშამმა გააკეთა.

"როდესაც მთელი გუნდი ასე თამაშობს, დადებით შედეგს ვერ მიაღწევ. ვერაფერი ვერ მოვახერხეთ გუნდთან, რომელიც თავის ფეხბურთს თამაშობდა.

არა აქვს მნიშვნელობა, მსოფლიოს ჩემპიონი ხარ თუ არა, უმაღლეს დონეზე უნდა იასპარეზო. თურქეთის ნაკრებმა სილა გაგვაწნა. მეტი არაფერი მაქვს სათქმელი.

მეტოქეს გამარჯვებას ვულოცავ, სამშაბათს მორიგი შეხვედრა გვაქვს და უნდა მოვემზადოთ", - განუცხადა დეშამმა უეფას საიტს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული