5 სექტემბერს, ევროპირველობის საკვალიფიკაციო ტურნირზე, D ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები თამაშობს, ორი მატჩი გაიმართა.
როგორც მოსალოდნელი იყო, დანიამ გასვლაზე უპრობლემოდ სძლია გიბრალტარს და 6:0 გაანადგურა. პენალტებით დუბლი ერიკსენმა შეასრულა, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრებს უთუოდ უნდა მოუგონ. დუბლი აგრეთვე "ლეხის" თავდამსხმელმა გიუტკერმა მიითვალა. თითო-თითო გოლი კი სკოვმა და დელანიმ გაიტანეს.
დანიამ 106 წლის განმავლობაში სტუმრად ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება იზეიმა.
გიბრალტარი. "ვიქტორია"
გიბრალტარი - დანია 0:6
გოლები: 0:1 სკოვი (6), 0:2 ერიკსენი (34, პენ), 0:3 ერიკსენი (50, პენ), 0:4 დელანი
(69), 0:5 გიუტკერი (73), 0:6 გიუტკერი (78)
გიბრალტარი: კოლეინგი, ჯ. ჩიპოლინა, მასკარენას-ოლივერა, რ. ჩიპოლინა, ბრიტო (პონსი 46), ანეშლი (ბარნეტი 46), უოკერი, სერგანტი (ჯოლი 83), ენდრიუ ერნანდესი, ენტონი ერნანდესი, დე ბერი
დანია: შმეიხელი, კიაერი (იორგენსენი 63), ლარსენი, კრისტენსენი, ვასი, დელანი (შონე 77), ერიკსენი, ჰიობერგი, სკოვი, გიუტკერი, პოულსენი (ბრეიტვაიტი 64)
ირლანდიამ სახლში შვეიცარიასთან ფრეს (1:1) შეხვედრის დასასრულს მიაღწია.
დუბლინი. "ავივა"
ირლანდია - შვეიცარია 1:1
გოლები: 0:1 შერი (74), 1:1 მაკგოლდრიკი (85)
ირლანდია: რანდოლფი, კოლემანი, კიოგი, სტევენსი, დაფი, უილანი, ჰურიჰანი (ჰოგანი 82), მაკლეანი, ჰენდრიკი, მაკგოლდრიკი (ბროუნი 90+2), რობინსონი (იუდგე 58)
შვეიცარია: სომერი, როდრიგესი, შერი, მბაბუ (ფერნანდესი 90+4), ელვედი, აკანჯი, ჯაკა, ფროილერი (მეჰმედი 90), ზაკარია, სეფეროვიჩი, ემბოლო (აიეტი 86)