პოულსენმა დანიას შვეიცარიასთან გამარჯვება 84-წუთზე მოუპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
12 ოქტომბერს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის D ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები გამოდის, დანიამ სახლში 1:0 მოუგო შვეიცარიას.

დაძაბული მატჩი თითქოს ფრედ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ 84-ე წუთზე ერიკსენის პასით პოულსენმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

ჯგუფს 12-12 ქულით ირლანდია და დანია ლიდერობენ, შვეიცარია 8 ქულით მესამე ადგილზეა, საქართველო კი 5 ქულით - მეოთხეზე.

კოპენაგენი. "ტელია პარკი"
დანია - შვეიცარია 1:0
გოლი: პოულსენი (84)

დანია: შმეიხელი, კიაერი, დალსგაარდი, ლარსენი (ანრეკსენი 80), კრისტენსენი (იორგენსენი 87), შონე (ჰიობერგი 65), დელანი, ერიკსენი, ბრატვაიტი, პოულსენი, კორნელიუსი

შვეიცარია: სომერი, ლიხტშტაინერი (მბაბუ
68), როდრიგესი (დრმიჩი 88), შერი, ელვედი, აკანჯი, მეჰმედი (ფროილერი 83), ჯაკა, ზაკარია, სეფეროვიჩი, ემბოლო
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეგ თამაში მოუგია მეკარეს!
ლადო
16:55 13-10-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული