12 ოქტომბერს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის D ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები გამოდის, დანიამ სახლში 1:0 მოუგო შვეიცარიას.
დაძაბული მატჩი თითქოს ფრედ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ 84-ე წუთზე ერიკსენის პასით პოულსენმა გამარჯვების გოლი გაიტანა.
ჯგუფს 12-12 ქულით ირლანდია და დანია ლიდერობენ, შვეიცარია 8 ქულით მესამე ადგილზეა, საქართველო კი 5 ქულით - მეოთხეზე.
კოპენაგენი. "ტელია პარკი"
დანია - შვეიცარია 1:0
გოლი: პოულსენი (84)
დანია: შმეიხელი, კიაერი, დალსგაარდი, ლარსენი (ანრეკსენი 80), კრისტენსენი (იორგენსენი 87), შონე (ჰიობერგი 65), დელანი, ერიკსენი, ბრატვაიტი, პოულსენი, კორნელიუსი
შვეიცარია: სომერი, ლიხტშტაინერი (მბაბუ 68), როდრიგესი (დრმიჩი 88), შერი, ელვედი, აკანჯი, მეჰმედი (ფროილერი 83), ჯაკა, ზაკარია, სეფეროვიჩი, ემბოლო