ბულგარეთის ნაკრების მეკარე პლამენ ილიევმა ინგლისთან ევროშესარჩევი მატჩისას თანამემამულე გულშემატკივრების საქციელზე გააკეთა კომენტარი.
"მართალი გითხრათ, ჩვენი ქომაგები შესანიშნავად იქცეოდნენ. რამდენადაც მე მესმოდა, ტრიბუნებიდან მეტოქე ფეხბურთელების შეურაცხმყოფელი შეძახილები არ ისმოდა. ვფიქრობ, ინგლისელები სიტუაციას ცოტა აზვიადებენ.
ფანები კარგად გვიჭერდნენ მხარს. არანაირი ცუდი სიტყვა არ გამიგია", - განუცხადა ილიევმა Goal.com-ს.