ევრო 2020-ის პლეი-ოფის ყველა წყვილი და მასპინძელი ცნობილია - ვინ ვის ხვდება ერთა ლიგიდან

AutoSharing Option
დღეს, 22 ნოემბერს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში ევრო 2020-ის პლეი-ოფის წილისყრა გაიმართა, სადაც მონაწილეობას 2018/19 წლების სეზონის ერთა ლიგის ჯგუფების გამარჯვებულები მიიღებენ, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე კვალიფიკაციიდან ვერ მოხვდნენ.

წილისყრის შედეგები ასე გამოიყურება:

A დივიზიონი
ისლანდია-რუმინეთი
ბულგარეთი-უნგრეთი (გამარჯვებული ფინალს უმასპინძლებს)

ამ კვარტეტის გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის C ან F ჯგუფში მოხვდება.

B დივიზიონი
ბოსნია-ჩრ. ირლანდია
სლოვაკეთი-ირლანდია (გამარჯვებული ფინალს უმასპინძლებს)

ამ კვარტეტის გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის E ჯგუფში მოხვდება.

C დივიზიონი
შოტლანდია-ისრაელი
ნორვეგია-სერბეთი (გამარჯვებული ფინალს უმასპინძლებს)

ამ კვარტეტის გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის D ჯგუფში მოხვდება.

D დივიზიონი
საქართველო-ბელარუსი (
გამარჯვებული ფინალს უმასპინძლებს)
ჩრ. მაკედონია-კოსოვო

ამ კვარტეტის გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის C ან F ჯგუფში მოხვდება.

ნახევარფინალები 26 მარტს გაიმართება, ხოლო ფინალები - 31 მარტს. ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის წილისყრა კი 30 ნოემბერს ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
რას ქვია შანსი არ გვაქვს? 1976 წელი, ზაფხულის ბოლო დღეებია, 30 თუ 31 აგვისტო, სსრკ თასის ნახევარფინალში ვხვდებით გასვლაზე (!) შახტიორს. მანამდე 5 ფინალი წავაგეთ და ყველა მოსკოვის გუნდებთან. შახტიორი ერთერთი ძნელი გუნდი იყო სათამაშოდ, მაგრამ, მეორე ნახევარფინალში არარატი ხვდება დნეპრს, ანუ მოსკოველები არ არიან. დინამოც აღმავლობის გზას შეუდგა: ახალკაცი რაღაც კარგ გუნდს ქმნის, ზაფხულში (იმ წელს 2 ჩემპიონატი ჩატარდა, გაზაფხულის და შემოდგომის) ბრინჯაოს მედლები ავიღეთ. ფინალი 3 სექტემბერს იყო, ამიტომ უკვე აგვისტოს შუაში ავიღეთ თვითმფრინავის ბილეთები მოსკოვზე. რატომ? იმიტომ რომ გვჯეროდა დინამოსი. ასეთი შანსი, მოსკოვის გუნდს რომ არ შევხვედროდით, ვინ იცის როდის იქნებოდა. ჰო და არ არსებობდა წაგება, თავიც დადეს ბიჭებმა, კარებში გაგოშიძე იდგა (და არა გოგია), მაშინ დინამო ეს იყო პირველ რიგში დათო + ვოვა + მანუჩარი, ვერ ვიხსენებ, რომელიღაც გვაკლდა, მაგრამ, მერე რა?! ჩვენ უნდა მოგვეგო! და მოვიგეთ კიდეც! დონეცკში 2-0, მოსკოვში ფინალში კი 3-0! ასევე იქნება ახლაც. ჯვარი გვწერია, ჯვარი გვწერია, ჯვარი გვწერია! ამინ!
alexandre fachuashvili
25 ნოემბერი 2019 17:33
0
მუღამი იმაშია რომ ფინალში თუ გავედით თბილისში ვითამაშებთ და სტადიონი კი არა მარჯანიშვილიდან დიდუბემდე ხალხი იდგება გარეთ. საოცარი მუხტი იქნება და გაგვითანაბრებს შანსებს
დავითი
22 ნოემბერი 2019 22:21
0
არაამქვეყნიურად გაგვიმართლა. ბელორუსი ჩვენზე ბევრად უფრო შავ დღეშია ამიტომ შანსები თითქმის თანაბარია, მაგრამ მაკედონია-კოსოვოს გამარჯვებულს რა უნდა მოვუხერხოთ ფინალში ამოუხსნელი ამოცანაა. ორივე გუნდმა ბევრად ძლიერად ჩაატარა შესარჩვი ვიდრე ჩვენ. არცერთთან არ გვექნება არანაირი შანსი.
dadu
22 ნოემბერი 2019 17:33
53
და შანსი რატო არ გვაქ? დანიას და ირლანდიას ვეთამაშეთ სახლში ფრედ და თამაშიც ნორმალური ვაჩვენეთ, თან ისეთ შეხვედრაში სადაც მათ უდიდესი მოტივაცია ქონდათ. თან ორივე აშკარად ძლიერი გუნდია ვიდრე კოსოვო და მაკედონია. ძალიან კარგი შანსი გვაქ და ყველა ერთად უნდა დავდგეთ, გულშემატკივარი, ფედერაცია, ჟურნალისტები და ყველა.
თენგო
25 ნოემბერი 2019 16:06
0
თუ კოსოვოს თან და მაკედონიასთან სახლში მოგების შანსი არ გვაქ მაშინ დავანებოთ ამ სპორტს თავი,რეებს ბოდავ???შეიძლება მართლა ვერ გავიდეთ მარა შანსი არ გვაქ რა საფრანგეთია თუ გერმანია???
დავით
23 ნოემბერი 2019 15:18
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული