რუსეთის ნაკრების ევრო 2020-დან მოკვეთის შემთხვევაში, შესაძლებელია ტურნირზე მათი ადგილი შოტლანდიამ დაიკავოს, - იტყობინება ბრიტანული "ტელეგრაფი".
მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) რეკომენდაცია გასცა, უახლოესი 4 წლის მანძილზე რუსეთს ყველა საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობა აუკრძალონ, აღნიშნული საკითხი კი 9 დეკემბერს, WADA-ს აღმასკომზე განიხილება და საბოლოო გადაწყვეტილებასაც მიიღებენ.
რუსეთის ნაკრებმა ევროშესარჩევი ტურნირის I ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო შოტლანდიამ - მესამე.