შესაძლოა, საქართველოსა და ბელარუსს შორის გასამართი მატჩი გადაიდოს - უეფა ევრო 2020-ის თარიღის შეცვლას განიხილავს

AutoSharing Option
იტალიური გამოცემა Tuttosport-ის ინფორმაციით, უეფა ევრო 2020-ის გადადების ვარიანტს განიხილავს, რისი მიზეზიც ეროვნული საფეხბურთო ფედერაციებიდან შესული წერილებია.

კორონავირუსის გავრცელების გამო ეროვნული ფედერაციებიდან საკმაოდ ბევრმა მიმართა უეფას და შეჯიბრების გადატანა მოითხოვა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით არაფერია შეცვლილი, წყაროს ცნობით, ერთ-ერთ ვარიანტად ტურნირის 2021 წელს ჩატარება განიხილება.

თუ ეს გადაწყვეტილება 26 მარტამდე იქნა მიღებული, სავსებით შესაძლებელია, ერთა ლიგის ყველა დივიზიონის პლეი-ოფის მატჩები გადაიდოს და მათ შორის, საქართველოსა და ბელარუსს შორის გასამართი მატჩიც.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 7 /
კორონა ვირუსის საფრთხე არ ვიცი მაგრამ ჟურნალისტებს რომ გაუმართლათ ფაქტია,დღეში სამი-ოთხი მუქთა სტატია გარანტირებულია,მთავარია ფანტაზია)))
ბათუმის ფანი
11 მარტი 2020 11:12
0
თუ არ გადაიდო თამაში, მაშინ უგულშემატკივროდ უნდა ჩატარდეს. ჯანმრთელობაზე ძვირფასი არაფერია.
lev
11 მარტი 2020 10:09
8
სულ გაგიჟდა მსოფლიო...აშკარად ვიღაცის ინტერესებშია ამხელა პანიკა,დიდი სისულელელე და აფიორაა ეს თქვენო კორონავირუსი.დიდი სისულელე.
gocha
10 მარტი 2020 20:47
29
მე მგონი ამერიკელებმა გაუჩალიჩეს ჩინელებს და ირანს,მაგრამ შედეგი ბოლომდე ვერ გათვალეს....
dima
11 მარტი 2020 00:39
8
ყველაფერში შეთქმულებას და აფიორას ნუ ეძებთ! პირველი შემთხვევა არ არის ვირუსების ასე გავრცელება.
კლიმენტი როდონაია
10 მარტი 2020 22:48
4
მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა მთავარია,ვფიქრობ ყველაფერი კარგად იქნება და უგულშემატკივროდ არ ჩაივლის ბელარუსებთან თამაში...თუ მაინც გადაწყვიტეს რომ ხალხი არ დაესწროს,მჯერა ჩვენი ბიჭები ბოლომდე თავს დადებენ და გაგვახარებენ
Zaliko Kutaiseli
10 მარტი 2020 18:54
2
რა დავაშავე ასეთი. 2018 წლიდან ამ თამაშს ველოდები. ვირუსის გამო პანიკური შიზოიდების ახირებით ქართული ფეხბურთის ძალიან მცირერიცხოვან გულშემატკივარს ფეხქვეშ თელავთ?
გადადება დაივიწყეთ
10 მარტი 2020 18:48
31
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული