[გამოკითხვა] თქვენი აზრით როდის უნდა გაიმართოს ევროპის ჩემპიონატი?

AutoSharing Option
მსოფლიოში კორონას პანდემიაა, რომელმაც საფეხბურთო სამყაროს ყველანაირი გეგმები აურია.

ბევრი მსჯელობა იყო იმაზე, თუ როგორ უნდა დაასრულოს ევროპის წამყვანმა ჩემპიონატებმა სეზონი, რომ გამარჯვებულიც ჰყავდეთ და აუტსაიდერიც. არის ორი სახის ვარიანტი, ან სეზონები მთლიანად გაუქმდეს ან გადაიწიოს და გვიან დასრულდეს.

თუმცა იმ შემთხვევაში თუ საფეხბურთო ჩემპიონატები გახანგრძლივდება და დანაკლისს ზაფხულში აინაზღაურებენ, უცხოური გამოცემები განიხილავენ იმ ფაქტს, რომ შეიძლება ევრო 2020 ზაფხულის ნაცვლად ზამთარში ჩატარდეს.

არის მეორე ვარიანტიც, რომ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატი 2021 წლის ზაფხულში ჩატარდეს. თუმცა ამ შემთხვევაში ზაფხულის მსოფლიო
საკლუბო ჩემპიონატს დაემთხვევა, რომელსაც ჯანი ინფანტინო ახალი ფორმატით ატარებს და ფიფას შეფის გეგმები აირევა.

დიდი ალბათობით გადაწყვეტილება სამშაბათს 17 მარტს იქნება მიღებული, როცა უეფა 55 ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელებს თუ როგორ წარიმართოს ევროპული საფეხბურთო სამყაროს ბედი.

თქვენ როგორ ფიქრობთ, როდის უნდა ჩატარდეს ევროპის ჩემპიონატი?



ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩემი აზრით 2020 ში ოღონდ ნოემბერ დეკემბერში. ორონდ თუ გავედით ჩვენც. თუ არადა მკიდია როდის ჩატარებენ
გოგა
14:01 15-03-2020
3
და ამ გამოკითხვის აზრი რა არის? UEFA შეხედავს და გაითვალისწინებს ქართველების აზრს? :)
გიორგი
16:23 16-03-2020
0

სიახლეები პოპულარული