ევრო 2020-ზე გასვლის შემთხვევაში საქართველოს ნაკრებმა შეიძლება რუსეთში ითამაშოს

AutoSharing Option
"პარიზიენის" ცნობით, ევროპაში კორონავირუსის სიტუაციის გაუარესების გამო უეფა ევრო 2020-ის მხოლოდ რუსეთში ჩატარების ვარიანტს სერიოზულად განიხილავს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსეთში ეპიდემიით დაინფიცირების დაბალი დონეა და ტურნირის მასპინძლობის სურვილი ოფიციალურად გამოთქვა. უეფა ჯერჯერობით არც ადასტურებს და არც უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას და ჩამოყალიბებისათვის დრო სჭირდება.

ევროპირველობის 12 ქალაქში გამართვა უკვე შეუძლებელი ხდება, რადგან მთელ რიგ ქვეყნებში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო მატჩების ჩატარება პრობლემურია, თან ყარაბაღის კონფლიქტის პირობებში თამაშები ბაქოში ვერ გაიმართება.

საქართველოს ნაკრები პლეი-ოფის ფინალშია გასული და თუ ჩრდილოეთ მაკედონიას სძლია, არაა
გამორიცხული, რუსეთში მოუწიოს თამაში, თუმცა აქ იმდენი "თუა", რაიმეს პროგნოზირება წარმოუდგენელია.

მკითხველის კომენტარები / 16 /
ე ბიჯო გავიდეთ და შიგ შუაგულ მოსკოვში გაუდოთ რუსეთის ნაკრები იქნრა თუ სხვა ბაირამ დუდუკში მაგას რა ჯობია ჩვენ რუსეთში ბალეშიკობა გვექნება ბაზარი არაა ..
dato
21:41 03-11-2020
0
მთავარია გავიდეთ და სადაც გინდა იქ ვითამაშოტ
ალეკსანდრე
18:45 03-11-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული