შოტლანდია, სლოვაკეთი და უნგრეთი ევრო 2020-ზე გავიდნენ - ყველა ჯგუფი დაკომპლექტდა [VIDEO]

AutoSharing Option
ევროპირველობის პლეი-ოფის დარჩენილი სამივე ფინალი გაიმართა და ევრო 2020-ის ყველა მონაწილე გაირკვა.

უნგრეთი, სლოვაკეთი და შოტლანდია ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად ევრო 2020-ზე გავიდნენ.

ბუდაპეშტი. "პუშკაშ არენა"
უნგრეთი - ისლანდია 2:1
გოლები: 0:1 სიგურდსონი (11), 1:1 ნეგო (88), 2:1 სობოსლაი (90+2)

ბელფასტი. "უინძორი"
ჩრდ. ირლანდია - სლოვაკეთი 1:2 (ძირ. დრო 1:1)
გოლები: 0:1 კუცკა (17), 1:1 შკრინიარი (87, საკ. კარში), 1:2 დურიში (110)

ბელგრადი. "რაიკო მიტიჩი"
სერბეთი - შოტლანდია 1:1 (პენ. 4:5)
გოლები: 0:1 კრისტი (52), 1:1 იოვიჩი (90)

ჯგუფები
ასე დაკომპლექტდა:

A ჯგუფი: თურქეთი, იტალია, უელსი, შვეიცარია
B ჯგუფი: დანია, ფინეთი, ბელგია, რუსეთი
C ჯგუფი: ნიდერლანდები, უკრაინა, ავსტრია, ჩრდ. მაკედონია
D ჯგუფი: ინგლისი, ხორვატია, შოტლანდია, ჩეხეთი
E ჯგუფი: ესპანეთი, შვედეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი
F ჯგუფი: უნგრეთი, პორტუგალია, საფრანგეთი, გერმანია

კორონავირუსის გამო ტურნირი მომავალი წლის ზაფხულისთვის გადაიდო.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ყველას ნაკრებს, წაგების მიუხედავად, ბოლომდე "უომია"მოედანზე..რასაც ჩვენს ნაკრებზე ვერ ვიტყვით,სამწუხაროდ!
დავითი
05:48 13-11-2020
0
სირცხვილი და თავის მოჭრაა ყველაფერს რო თავი დავანებოთ ცუდი მწვრთნელი უთამაშებელი ფეხბურთელები.... მაყურებელი არა. სულ რო კასტილებით გასულიყვნენ და მწვრთნელის გარეშე მაკედონიას მომენტი როგორ ვერუნდა შეუქმნა როცა ესტონეთმა 3გოლი გაუტანა???? დინამოს რო შეახვედრო რეალი ან ბარსა ისეთი ჩაჯმულები იყვნენ საჯარიმოში ჩაწოდებას ყველა ახერხებს მაგრამ ესენი ხო ყველაში არ შედიან!!!! სუპერ ..... არიან! ხედავ ცხოვრების თამაშს თამაშობენ კაშია ხარ თუ ყაზაიშვილი ადექი კაცურად და თქვით არ ვართ მზად ამ დონის თამაშის სასტარტოში დასაწყებათქო ხოჭოლავა კარიერის პიკშია იქით ზურიკო დაფრინავს საბა დაუთმე ადგილი კაცურად მაგრამ არა.... იქით ოქრიაშვილი ბურთიანად უნდა კარში შესვლა ამას ფეხბურთი რაგბი გონია
სირცხვილია
09:38 13-11-2020
2

სიახლეები პოპულარული