უკრაინის ფორმაზე რუსული აგონია გრძელდება - ზელენსკიმ და კლიჩკომ მეზობლები გააღიზიანეს

AutoSharing Option
როგორც იცით, უკრაინამ ევრო 2020-ისთვის ფორმა დაამზადა, რომელზეც სახელმწიფოს გეოგრაფიული კონტურია გამოსახული და საყელოზე უკან წარწერა აქვს გაკეთებული: "დიდება უკრაინას!"

გუშინ თითქოს სიტუაცია დაწყნარდა, მაგრამ თურმე, ნურას უკაცრავად, დღეს რუსებმა ისევ ატეხეს ერთი ამბავი, მათმა ფეხბურთის კავშირმა უეფაში საპროტესტო წერილი აფრინა და ახალი ფორმით უკრაინელებისთვის თამაშის აკრძალვა მოითხოვა.

კრივში მსოფლიოს ექსჩემპიონმა და კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ ახალი ფორმა მატებს სულიერ სიმტკიცესა და გამარჯვების რწმენას და გაიმარჯვებენ, ამ სიტყვის ფართო გაგებით.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმაც არ დაახანა.

"უკრაინის ნაკრების
ახალი ფორმა მართლაც განსაკუთრებულია. მას შეუძლია შოკში ჩაგაგდოს. მასზე რამდენიმე მნიშვნელოვანი სიმბოლოა, რომელიც უკრაინელებს ლუგანსკიდან უჟგოროდამდე, ჩერნიგოვოდან სევასტოპოლამდე აერთიანებს.

ჩვენი ქვეყანა ერთიანი და განუყოფელია. ყირიმი უკრაინაა", - წერს ზელენსკი თავის ოფიციალურ "ინსტაგრამზე".

მკითხველის კომენტარები / 9 /
გუშინ ამ თემაზე სპორტალზე გამოქვეყნებულმა ზოგიერთმა კომენტარმა გამაოგნა. თურმე, რუსულ ოკუპაციას საქართველოში რამდენი მხარდამჭერი ჰყოლია. თურმე, საქართველოში რუსეთს რამხელა მეხუთე კოლონა ჰყავს. მათ მივმართავდი, მაგრამ რაც მინდა ვუთხრა, არ გამომიქვეყნებენ. მიმხვედრი მიხვდება.
გოჩა
09 ივნისი 2021 00:35
10
ზუსტად ეგაა ჩვენი ერის ერთერთი დიდი პრობლემა. შიდა მოღალატეობრივი აზროვნება და ქმედება. მეტი რა უნდა გიქნას რუსეთმა უარესი. ყოველთვის ჩვენი ქვეყნის გაერთიანების და განვითარების წინააღმდეგია. ყველანაირად ხელს გვიშლიან ნორმალურ ქვეყნად ჩამოყალიბებაში. ბევრია სამწუხაროდ საქართველოში, ქართველი რომელიც თავისი მოღალატეობრივი ქმედებით ხელს უშლის ამ ქვეყანას განვითარებაში. დიდი მოკითხვა მათ დ...ბს
giga
09 ივნისი 2021 16:08
0
საქართველოს ყველა, შინაური და გარეული მტრის ......
100%
09 ივნისი 2021 09:23
1
რუსეთის აგნია მანახა ადრე და მალე, მაგრამ თქვენც ხომ უნდა ისწავლოთ როდისმე წერა-კითხვა. აგონია სიკვდილის წინ ფართხალს ნიშნავს, აქ კი ალბათ ისტერიკა უფრო იგულისხმება და იქნებ გაითვალისწინოთ ;)
ვვვ
09 ივნისი 2021 11:24
0
ისე ჩვენს ფეხბურთელებსაც, რომ მიებაძათ და მაისურებზე დაეწერათ: აფხაზეთი, კოდორი და სამაჩაბლო (და არა მახინჯი ტერმინი, სამხრეთ ოსეთი) ჩვენია და ისე გამოსულყვნენ მოედანზე, მოხდებოდა რამე? მაგრამ როგორც ყოველთვის, ისევ ჩვენი ქრონიკული სენი იჩენს თავს, ინერტულობა და პასიურობა.
ქომაგი
09 ივნისი 2021 12:57
5
სამაგიეროდ, ლგბეტეს სამკლავურით ხომ იწონებენ თავს , ზოგ-ზოგიერთები?
qomags
09 ივნისი 2021 15:06
4
საქართველოს ნაკრების გულის მხარეს, გერბის უკანა (შიდა ნაწილზე) გამოსახული აქვს ერთიანი საქართველოს რუკა და დიდად აწერია "ჩემი ქვეყნისთვის!", ასერომ უკრაინელები პირველები არ არიან.
.
09 ივნისი 2021 14:25
0
ყველა გამოხმაურება
საქართველოს ნაკრები კი ყველა თამაშის წინა წარდგენაზე სახ. ჰიმნის შესრულებისას, სულაც რუსული ვთბ ბანკის ლოგოთ მოხატული ფორმით გამოდის,ამასთან პროტესტი არავის გვიჩნდება,ყოველ შემთხვევაში საჯაროდ,განა არ მოიძებნება ამ ქვეყანაში ქართული თუ არა ქართული დასახელების კომპანია,რომელიც დაასპონსორებს ნაკრებს
me
10 ივნისი 2021 15:02
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული