უკრაინის ფორმაზე რუსული აგონია გრძელდება - ზელენსკიმ და კლიჩკომ მეზობლები გააღიზიანეს

AutoSharing Option
როგორც იცით, უკრაინამ ევრო 2020-ისთვის ფორმა დაამზადა, რომელზეც სახელმწიფოს გეოგრაფიული კონტურია გამოსახული და საყელოზე უკან წარწერა აქვს გაკეთებული: "დიდება უკრაინას!"

გუშინ თითქოს სიტუაცია დაწყნარდა, მაგრამ თურმე, ნურას უკაცრავად, დღეს რუსებმა ისევ ატეხეს ერთი ამბავი, მათმა ფეხბურთის კავშირმა უეფაში საპროტესტო წერილი აფრინა და ახალი ფორმით უკრაინელებისთვის თამაშის აკრძალვა მოითხოვა.

კრივში მსოფლიოს ექსჩემპიონმა და კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ ახალი ფორმა მატებს სულიერ სიმტკიცესა და გამარჯვების რწმენას და გაიმარჯვებენ, ამ სიტყვის ფართო გაგებით.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმაც არ დაახანა.

"უკრაინის ნაკრების
ახალი ფორმა მართლაც განსაკუთრებულია. მას შეუძლია შოკში ჩაგაგდოს. მასზე რამდენიმე მნიშვნელოვანი სიმბოლოა, რომელიც უკრაინელებს ლუგანსკიდან უჟგოროდამდე, ჩერნიგოვოდან სევასტოპოლამდე აერთიანებს.

ჩვენი ქვეყანა ერთიანი და განუყოფელია. ყირიმი უკრაინაა", - წერს ზელენსკი თავის ოფიციალურ "ინსტაგრამზე".

მკითხველის კომენტარები / 9 /
საქართველოს ნაკრები კი ყველა თამაშის წინა წარდგენაზე სახ. ჰიმნის შესრულებისას, სულაც რუსული ვთბ ბანკის ლოგოთ მოხატული ფორმით გამოდის,ამასთან პროტესტი არავის გვიჩნდება,ყოველ შემთხვევაში საჯაროდ,განა არ მოიძებნება ამ ქვეყანაში ქართული თუ არა ქართული დასახელების კომპანია,რომელიც დაასპონსორებს ნაკრებს
3
ისე ჩვენს ფეხბურთელებსაც, რომ მიებაძათ და მაისურებზე დაეწერათ: აფხაზეთი, კოდორი და სამაჩაბლო (და არა მახინჯი ტერმინი, სამხრეთ ოსეთი) ჩვენია და ისე გამოსულყვნენ მოედანზე, მოხდებოდა რამე? მაგრამ როგორც ყოველთვის, ისევ ჩვენი ქრონიკული სენი იჩენს თავს, ინერტულობა და პასიურობა.
ქომაგი
12:57 09-06-2021
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული