დევიზი "დიდება უკრაინას" მაისურზე დარჩება, რადგან ის არაპოლიტიკურად იქნა შეფასებული. რაც შეეხება მეორე ფრაზას - "დიდება გმირებს", უეფამ უკრაინელებს მისი ამოღება მოსთხოვა, რადგან პოლიტიკურ შინაარსს შეიცავს.
იქამდე უეფამ უკრაინის გუნდს მთლიანი ფრაზის წაშლა მოსთხოვა, თუმცა გადაწყვეტილება შეიცვალა. ახლა კი უკრაინის ფეხბურთის ფედერაცია მოლაპარაკებებს მართავს, რათა "დიდება გმირებს" ასევე დარჩეს მაისურებზე...
მომზადებულია championat.com-ის მიხედვით