უეფამ უკრაინის ნაკრებს ფორმაში ცვლილების შეტანა მოსთხოვა

AutoSharing Option
რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის გასაჩივრების შემდეგ უეფამ უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას ევრო 2020-ის ოფიციალური ფორმიდან ერთ-ერთი ფრაზის ამოღება მოსთხოვა.

დევიზი "დიდება უკრაინას" მაისურზე დარჩება, რადგან ის არაპოლიტიკურად იქნა შეფასებული. რაც შეეხება მეორე ფრაზას - "დიდება გმირებს", უეფამ უკრაინელებს მისი ამოღება მოსთხოვა, რადგან პოლიტიკურ შინაარსს შეიცავს.

იქამდე უეფამ უკრაინის გუნდს მთლიანი ფრაზის წაშლა მოსთხოვა, თუმცა გადაწყვეტილება შეიცვალა. ახლა კი უკრაინის ფეხბურთის ფედერაცია მოლაპარაკებებს მართავს, რათა "დიდება გმირებს" ასევე დარჩეს მაისურებზე...

მომზადებულია championat.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 12 /
მაინც ყავთ კუდები უეფაში ოკუპანტებს.
master
14:59 10-06-2021
4
რა კარგია არა? მე ვარ რუსეთი, ვარ ზესახელმწიფო, რასაც მინდა, როცა მინდა, როგორც მინდა, იმას წავართმევ ჩემს სუსტ მეზობლებს. თუ ეს დაჩაგრული მეზობლები ხმას ამოიღებენ, ამას უეფა პოლიტიკურ ლოზუნგად ჩაუთვლის. უეფა ვერ ხვდება (ან არ ხვდება), რომ მსგავსი ქმედებებით ახალისებს მოძალადეებს და ოკუპანტებს!
ავთო
15:59 10-06-2021
6

სიახლეები პოპულარული