ევროპის ჩემპიონტზე A ჯგუფში უელსისა და შვეიცარიის მატჩი 1:1 დასრულდა.
ანგარიში შესვენების შემდეგ შვეიცარიამ გახსნა, როდესაც ემბოლომ ნაკუთხურალ ბურთს თავურით უორდის კარში მიუჩინა ადგილი, ამის შემდეგ უელსი გააქტიურდა და მურმა საპასუხო გოლი გაიტანა. შეცვლაზე შესულმა გავრანოვიჩმა 85-ე წუთზე კი დალაშქრა ბრიტანელთა კარი, მაგრამ საქმეში VAR-ი ჩაერია და თამაშგარე დაფიქსირდა. ბოლოს პეტკოვიჩის გუნდი შტურმზე გადავიდა, მაგრამ მეტოქემ თავის დაცვა შეძლო და ფრე - 1:1.
ამ ჯგუფში ლიდერი იტალიაა, რომელმაც თურქეთს დამაჯერებლად სძლია (3:0). 16 ივნისს ერთმანეთს თურქეთი და უელსი და იტალია და შვეიცარია შეხვდებიან.
ბაქო. "ოლიმპია"
უელსი - შვეიცარია 1:1
გოლები: 0:1 ემბოლო (49), 1:1 მური (74)