მიკაელ ლაუდრუპი უეფას აკრიტიკებს: თამაშის გაგრძელება არ შეიძლებოდა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალისა" და "ბარსელონას" ყოფილმა ნახევარმცველმა, დანიელმა მიკაელ ლაუდრუპმა უეფა გააკრიტიკა იმის გამო, რომ დანიისა და ფინეთის შეხვედრა კრისტიან ერიკსენს თავგადამხდარი ამბის შემდეგ განაახლა...

"როცა ასეთი რამ ხდება, ფეხბურთელები ემოციის პიკზე არიან. ასეთ დროს ადამიანები საჭირო გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ. ვიღაც უნდა იყოს, ვინც იტყვის: "ახლა ამას ვაკეთებთ, აქ კი ვჩერდებით!

თითქოს დანიის ნაკრების ფეხბურთელებს არჩევანი ჰქონდათ, რეალურად კი ის არ არსებობდა. დღეს ეთამაშათ, ან ხვალ 12 საათზე. მაპატიეთ, მაგრამ, მიმაჩნია მიღებული გადაწყეტილება სწორი
არ იყო.

ემოციური სიტუაციის პიკზე ყოფნისას გადაწყვეტილება არ უნდა მიიღო. უეფამ მსგავს სიტუაციაში უნდა თქვას: "რასაკვირველია, დღეს არ ვითამაშებთ. შემდეგ კი გამოსავალს ვიპოვით."

თამაშის ჩამთავრება მეორე დღეს ან საღამოს შეიძებოდა, ან საერთოდაც ზეგ. ან უბრალოდ, 0:0 დაეტოვებინათ,"- თქვა ლაუდრუპმა TV3+-თან ინტერვიუში.

მომზადებულია sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 4 /
ყოველ მიზეზ გარეშე უნდა გადაღებული ყოველივე.ჯერ მე,რომელიც ტელევიზორით უყურებდი იმხელა სტრესი მივიღე, რომ მთელი დღე(აქ დილის 12სთ დაიწყოN.Y.-ში) ცუდად ვიყავი.წარმომიდგენია დანიელები რა დღეში იქნებოდნენ.კრისტიანსენმა რარეკაო და გაგრძელებ თხოვაო.უეფა რა მაგის სიტყვებზე დადის,ან როგორ შეიძლება ასეთ მდგომსრეობაში მყოფი კაცის სიტყვებს დაუჯერო. იმიტომაც იყო მათმა კაპიტანმა განახლებიდან ცოტა ხანში შეცვლა რომ ითხოვა.საერთოდ ძაან ბევრი ტრავმებია და თავით შეჯახებები.
კახა ქ.
09:27 14-06-2021
0
ეგ თამაში უნდა გადადებულიყო. ჯერ ესეთი მაგარი სტრესი მიიღეეს, თვითონ ფეხბურთელებმა (ეგ კი არა ჩვენც გულშემატკივრებმა , არა ნაკლებად ვინერვიულეთ) უეფა მაგრად შეცდა. ვითომ ასეთმა ხმებმა გამოჟონა, რომ თვითონ ერიქსენს მოუთხოვიაო, რომ გაეგრძელებინათ თამაშიო და რა ვიცი რამდენად სწორია ეს ინფორმაცია. ყოველ შემთხვევაში, უეფამ არა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ნუ აქ მაინც ყველაზე მთავარი და უმთავრესი ის იყო, რომ კრისტიან ერიქსენი გადარჩა!
გია
14:35 13-06-2021
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული