"დალასლასებდნენ და შიშვლები არიან" - უკრაინელები რუსეთის ნაკრებზე შაყირობენ

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში საკუთარ მოედანზე ბელგიასთან დამარცხების შემდეგ (0:3) რუსეთის ნაკრებს უკრაინულმა პორტალმა ua-football-მა დასცინა. გამოცემა აღნიშნავს, რომ შეხვედრის დაწყების წინ მოძრაობა Black Lives Matter-ის მხარდასაჭერად მათმა ფეხბურთელებმა მუხლი არ მოიდრიკეს, თუმცა მუხლმოდრეკილები ნამატჩევს იყვნენ.

"სხვისი ფორმა თვალებს უკოჟრებთ, თავად კი შიშვლები არიან. რუსეთის ნაკრები მხოლოდ მათ ავტოპრომს შეიძლება შეადარო - ხმაურობს ძლიერ, მაგრამ ნელა მოძრაობს. ევრო 2020-ის მეორე დღეს მათი გუნდი თავის მოედანზე გავიდა და ფეხბურთელები ძლივს დალასლასებდნენ. სავარაუდოდ, რუსებმა მთელი ენერგია უკრაინის ნაკრების ფორმასთან ბრძოლას შეალიეს, ხოლო
ლუკაკუ, რომელმაც ისევ დალაშქრა რუსების კარი, ახლა ავი ნაციონალისტი-ბანდერელების სიაში იქნება ჩაწერილი, რომლებიც „რუსულ სამყაროს“ უქმნიან საფრთხეს.

შეტევაშიც ვერაფერი გამოძერწეს. ეს გასაკვირი არ არის, ვინაიდან ძიუბამ მთელი თავისი „საბრძოლო არსენალი“ კარგა ხნით ადრე გახარჯა", - წერს გამოცემა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ორი კომენტარი წავიკითხე და არამგონია ქართველების იყოს... უკრაინას გაუმარჯოს!დიდება გმირებს!!!
დათო
10:56 14-06-2021
5
ოხ თქვე რუსეთუმეებო, აგეწვათ ერთი ადგილი? ბელგიამ საკმაოდ გამოგტენათ კიდე, ღრმადაა, ღრმად იცოდეთ.
შოთო
10:53 14-06-2021
3

სიახლეები პოპულარული