"როდესაც ფეხბურთელი წაიკუზება, უნდა..." - კანჩელსკისმა რუსეთის ნაკრები გააკრიტიკა

AutoSharing Option
"მანჩესტერისა" და რუსეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ანდრეი კანჩელსკისმა ევროპის ჩემპიონატზე ბელგიასთან მარცხის (0:3) შემდეგ რუსეთის ნაკრები გააკრიტიკა.

"ნაკრების თამაშში არაფერი არ მომეწონა. მთელი წლის განმავლობაში ასე ვთამაშობთ. აქ რა შეიძლება მოგეწონოს? რთულია, როდესაც თავდამსხმელი არ გყავს. ძიუბა დაიღალა, რატომ არ უნდა შეეშვათ სობოლევი ან ზაბოლოტნი? როდესაც ფეხბურთელი წაიკუზება, უნდა შეცვალო - რეანიმაციაში წაიყვანო. თქვენ დაგვცინით? ჩვენთან უყვართ დაცინვა და ზღაპრების მოყოლა. ვუსმენ გადაცემას. იქ ადამიანი, რომელსაც ფეხბურთი უთამაშია, მთელი ქვეყნის გასაგონად ამბობს, რომ მატჩს ფრედ დავასრულებთ. რის ხარჯზე? კმარა თავის
მოტყუება! ჩვენ დიდი პრობლემები გვაქვს. ვერც ერთ მაღალი კლასის გუნდთან ვერ დავასრულეთ შეხვედრა ფრედ. მხოლოდ შოტლანდია, სან-მარინო და კვიპროსი დავამარცხეთ. დაანებეთ ფეხბურთის დაცინვას თავი!

სემიონოვისა და შუნინის შეცდომები? მათ შეცდომების დაშვება აიძულეს. ძნელი სათქმელია, დამნაშავეა თუ არა შუნინი. ბურთს მოთამაშე ფარავდა და რეაგირება ძნელი იყო. ბელგიელებმა პრაქტიკულად სიარულით მოგვიგეს. ეს სხვა დონეა. არ ვიცი, რის ხარჯზე ვაპირებდით მოგებას. არ იყო არც "ფიზიკა", არც თამაში - არაფერი.

ჯგუფიდან გასვლის შანსი? მხოლოდ მესამე-მეოთხე ადგილისთვის შეგვიძლია ვიბრძოლოთ. ნუ მოიტყუებთ საკუთარ თავს. მთელ რუსულ ფეხბურთში დიდი პრობლემებია. მადლობა უნდა ვუთხრათ პუტინს, რომ ჩვენთვის მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარების უფლება მოიპოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ უფრო დიდი უფსკრული იქნებოდა", - განუცხადა კანჩელსკისმა "ჩემპიონატს".

მკითხველის კომენტარები / 1 /
დაიწყეთ ტირილი ბიჭებო? ჯერ სადა ხართ, მთავარი ტირილი ჩემპიონატის ბოლოს იქნება
: )))))))
14 ივნისი 2021 20:45
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული