"3:2 ლამაზი ანგარიშია" - თინა კანდელაკმა უკრაინის წაგებით გაიხარა

AutoSharing Option
Матч ТВ-ის გენერალურმა პროდიუსერმა თინა კანდელაკმა ევროპის ჩემპიონატზე უკრაინის ნაკრების ნიდერლანდებთან 2:3 წაგების გამო ძალიან გაიხარა და მეზობლებს ნიშნი მოუგო.

"უკრაინის ნაკრები პირველ მატჩში ჰოლანდიელებთან 2:3 დამარცხდა და სამართლიანი იქნება ითქვას, სწორედ ნიდერლანდები იყო ამ მატჩში მდგომარეობის ბატონ-პატრონი.

სწორედ ის ფლობდა დამაჯერებლად ბურთს და თამაშს წარმართავდა. თან ისე, რომ მიღებული გადაწყვეტილების სიჩქარე მეტოქისთვის გამოუცნობი გახლდათ.

დიახ, შემდეგ ლამაზი ქამბექი მოხდა, მაგრამ აქ ალექსანდრ ზინჩენკოს ცივმა გაზაფხულმა/ზაფხულმა იმოქმედა. 3:2 ლამაზი ანგარიშია, მაგრამ ლამაზია, როდესაც სამიანი საჭირო მიმართულებითაა მოხვეული.

ისე კი -
აქაც ნულია "ქულის" გრაფაში, არავითარი ტრაგედია და სიტუაცია კვლავ წაგებული გუნდის ხელშია. მინიშნება, იმედია, გასაგებია", - წერს კანდელაკი თავის ტელეგრამ-არხზე.

მკითხველის კომენტარები / 50 /
ბოდიში მაგრამ ვის აინტერესებს კანდელაკის აზრი? ვინ არის საერთოდ. უკრაინამ იბრძოლა მაინც და რუსეთმა სახლში პირწმინდად წააგო
akaki
09:02 14-06-2021
7
ცუდი ქალი ხარ თინა შენ … ))) თანაც მსუბუქი ყოფაქცევით … )))
bejo
07:27 14-06-2021
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული