სარეკორდო გოლი 45.44 მეტრიდან - ჩეხეთმა შოტლანდია დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, D ჯგუფში, ჩეხეთმა გასვლაზე შოტლანდია 2:0 დაამარცხა.

ტურნირის დაწყების წინ ჩეხეთის ნაკრები, რომელიც თაობათა ცვლის პროცესშია, ბოლონიაში იტალიასთან ამხანაგურ მატჩში 0:4 განადგურდა და მისგან ასეთ თამაშს არავინ მოელოდა. პირველი ტაიმის დასასრულს "ბაიერის" თავდამსხმელმა შიკმა სტუმრები დააწინაურა, მეორე ტაიმის დასაწყისში კი მან მარშალს 45.44 მეტრიდან გაუტანა, რაც კონტინენტის პირველობის რეკორდია. მან ბუნდესლიგაზე გასულ სეზონში 29 მატჩში 9-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. ჩეხს ჰეთ-თრიკის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ კარგი მომენტი ვერ გამოიყენა.

გლაზგო. "ჰემპდენი"
შოტლანდია - ჩეხეთი 0:2
გოლები: 0:1 შიკი (42),
0:2 შიკი (52)

ამავე ჯგუფში ინგლისმა ხორვატია 1:0 დაამარცხა. 18 ივნისს ხორვატია-ჩეხეთი და ინგლისი-შოტლანდია გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული