ავტოგოლი, გაძევება - შკრინიარმა ლევანდოვსკი გაანეიტრალა და გამარჯვების გოლიც გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატზე E ჯგუფში სლოვაკეთმა პოლონეთს 2:1 სძლია.

პირველ ტაიმში სლოვაკეთი შჩენსნის ავტოგოლით დაწინაურდა. მეორე ტაიმის დასაწყისში ლინეტიმ ანგარიში გაათანაბრა და პოლონეთი უპირატესობას დაეუფლა, მაგრამ მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და გააძევა მათი ნახევარმცველი კრიხოვიაკი. ამით უმალ ისარგებლა შკრინიარმა, რომელიც ლევანდოვსკის წარმატებით მეურვეობდა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა. აღსანიშნავია, რომ სლოვაკეთს ორი მომენტი ჰქონდა და ორივე გამოიყენა.

ამის შემდეგ კაცნაკლული პოლონეთი შეტევაზე გადავიდა, მომენტებიც ჰქონდათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს და დამარცხდნენ.

სანკტ-პეტერბურგი. "სანკტ-პეტერბურგი"
პოლონეთი - სლოვაკეთი 1:2
გოლები: 0:1 შჩენსნი (18, საკ.
კარში), 1:1 ლინეტი (46),1:2 შკრინიარი (69)
გაძევება: კრიხოვიაკი (62)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული