ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში სტუმრად გერმანიის 1:0 დამარცხების შემდეგ კომენტარი საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა დიდიე დეშამმა გააკეთა.
"ძალიან კარგ გუნდთან შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ. ვიცოდი, რომ ჩემი ფეხბურთელები მზად იქნებოდნენ და ჩვენ ბრძოლისათვის მზად ვიყავით.
მეორე გოლთან არც ისე შორს ვიყავით, რომელიც ჩვენს სიტუაციას უსაფრთხოს გახდიდა, მაგრამ მეორე ტაიმში განსაკუთრებული პრობლემები არ გვქონია. მაღალი დონისა და ტალანტის მძიმე შეხვედრა იყო", - ციტირებს დეშამს უეფას საიტი.