21:58 18-06-2021
ფრე ხორვატებთან, რომელიც ჩეხებისთვის მოგების ტოლფასია [VIDEO]
AutoSharing Option
ჩეხეთმა პირველი ტაიმი უკეთესად ჩაატარა და 1:0 მოიგო, გოლი კი რა თქმა უნდა, მათმა ლიდერმა შიკმა გაიტანა: ლოვრენმა ჩვეულად უხეშად ითამაშა, საჯარიმოში საჰაერო ბურთზე ბრძოლისას შიკს ცხვირში იდაყვი ამოარტყა, რომელსაც სისხლი წამოუვიდა, მსაჯმა კი პენალტი დანიშნა, რომელიც თავად დაზარალებულმა გამოიყენა და მიმდინარე ტურნირზე მესამე გოლი გაიტანა.
შესვენების შემდეგ პერიშიჩი მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში შეიჭრა და ანგარიში გაათანაბრა. ამის შემდეგ მატჩი კიდევ უფრო დაიძაბა და თამაშის ტემპმაც მოიმატა. შეცვლაზე შესულ ვლაშიჩს შეეძლო ხორვატების დაწინაურება, მაგრამ ბურთი ხარიხას გადააცილა, ბოლოს პეტკოვიჩის აქტიურობამაც ვერ გამოიღო შედეგი და საბოლოოდ ლოგიკური ფრე დაფიქსირდა, რომელიც სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე ჩეხებისთვის ფაქტიურად მოგების ტოლფასია.
გლაზგო. “ჰემპდენი“
ხორვატია - ჩეხეთი 1:1
გოლები: 0:1 შიკი (37, პენ), 1:1 პერიშიჩი (47)
დღეს ამავე ჯგუფში ინგლისი შოტლანდიას უმასპინძლებს. უკანასკნელი ტური კი 22 ივნისს ჩატარდება: ხორვატია შოტლანდიას დაუპირისპირდება, ხოლო ჩეხეთი ინგლისს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული