ფრე ხორვატებთან, რომელიც ჩეხებისთვის მოგების ტოლფასია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, D ჯგუფში, ხორვატიისა და ჩეხეთის ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

ჩეხეთმა პირველი ტაიმი უკეთესად ჩაატარა და 1:0 მოიგო, გოლი კი რა თქმა უნდა, მათმა ლიდერმა შიკმა გაიტანა: ლოვრენმა ჩვეულად უხეშად ითამაშა, საჯარიმოში საჰაერო ბურთზე ბრძოლისას შიკს ცხვირში იდაყვი ამოარტყა, რომელსაც სისხლი წამოუვიდა, მსაჯმა კი პენალტი დანიშნა, რომელიც თავად დაზარალებულმა გამოიყენა და მიმდინარე ტურნირზე მესამე გოლი გაიტანა.

შესვენების შემდეგ პერიშიჩი მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში შეიჭრა და ანგარიში გაათანაბრა. ამის შემდეგ მატჩი კიდევ უფრო დაიძაბა და თამაშის ტემპმაც მოიმატა. შეცვლაზე
შესულ ვლაშიჩს შეეძლო ხორვატების დაწინაურება, მაგრამ ბურთი ხარიხას გადააცილა, ბოლოს პეტკოვიჩის აქტიურობამაც ვერ გამოიღო შედეგი და საბოლოოდ ლოგიკური ფრე დაფიქსირდა, რომელიც სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე ჩეხებისთვის ფაქტიურად მოგების ტოლფასია.

გლაზგო. “ჰემპდენი“
ხორვატია - ჩეხეთი 1:1
გოლები: 0:1 შიკი (37, პენ), 1:1 პერიშიჩი (47)

დღეს ამავე ჯგუფში ინგლისი შოტლანდიას უმასპინძლებს. უკანასკნელი ტური კი 22 ივნისს ჩატარდება: ხორვატია შოტლანდიას დაუპირისპირდება, ხოლო ჩეხეთი ინგლისს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული