ინგლისი - შოტლანდია 0:0 - ტიპიური ბრიტანული ფეხბურთი: მაღალი ტემპი, ბევრი ბრძოლა და დაბალი შემოქმედებითი მხარე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, D ჯგუფში, ინგლისისა და შოტლანდიის ნაკრებების მატჩი 0:0 დასრულდა.

პირველ ტურში ჩეხეთთან დამარცხებული შოტლანდია სახარბიელო მდგომარეობაში არ იმყოფებოდა და გასვლაზე ინგლისს დებიუტიდანვე შეუტია. შეუტია და ადამსის დარტყმული სტოუნზმა დაბლოკა, ცოტა ხანში კი ანგარიშის გახსნა თავად სტოუნზს შეეძლო, როდესაც მის მიერ თავით დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. შემდეგ სტერლინგის კარგი პასი მაუნტმა ვერ გამოიყენა და სახალისო თამაში წავიდა, მაღალი ტემპითა და ორმხრივი იერიშებით. 30-ე წუთზე დაწინაურება სკოთებს შეეძლოთ, მაგრამ ო’დონელს გატანა მეკარე პიკფორდმა არ დაანება. პირველი ტაიმის დარჩენილ
დროში აღსანიშნავი არაფერი მომხდარა და გუნდები შესვენებაზე უგოლოდ გავიდნენ.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა: კვლავ მაღალი ტემპი, ბევრი ბრძოლა და ცოტა ნაღდი საგოლე მომენტები. კარგი შანსი მიეცა 62-ე წუთზე შოტლანდიელ დაიქსს, რომელმაც ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ კარში დაარტყა, თუმცა ბურთი ზედ კარის ხაზიდან თავით ჯეიმსმა გამოიტანა. „სამი ლომის“ მწვრთნელმა საუთგეითმა შეტევების გაძლიერება ცვლილებებით სცადა - ფოდენისა და კეინის ნაცვლად მოედანზე გრილიში და რეშფორდი შეუშვა, თუმცა ამით არც არაფერი შეიცვალა, ბოლოს თამაშმა მთლად სარაგბო ხასიათი მიიღო და შეხვედრა ლოგიკური ფრით დასრულდა.

გოლი კი ვერ ვიხილეთ - ფაქტია, არც ერთ გუნდს არ ჰყავს შემოქმედი ფეხბურთელი, რომელსაც მარტოს შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა.

ტურნირის დაწყების წინ საუთგეითმა განაცხადა, რომ ჩემპიონები უნდა გახდნენ, თუმცა ძნელი სათქმელია რის ხარჯზე აპირებს ამის მოხერხებას. ყოველ შემთხვევაში, დღევანდელი შეხვედრიდან ასე მოჩანს და ესაა ძირითადი მიზეზი იმისა, რომ 1966 წლის შემდეგ ინგლისმა დიდ ტურნირზე ვერ გაიმარჯვა.

ლონდონი. „უემბლი“

ინგლისი - შოტლანდია 0:0

ამ ჯგუფში უკანასკნელი ტური 22 ივნისს ჩატარდება: ხორვატია შოტლანდიას დაუპირისპირდება, ხოლო ჩეხეთი ინგლისს.

. კეინს მიმდინარე ტურნირზე 156 წუთში ჯერ მეტოქის კარში ბურთი არ დაურტყამს.
. გუნდებმა კარში ბურთი თითოჯერ დაარტყეს.
. ინგლისმა დიდ ტურნირებზე 17 მატჩი დაასრულა 0:0-ზე, რაც ერთგვარი რეკორდია.
. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად 20 წლის შოტლანდიელი გილმორი აღიარეს, რომლის გაკეთებული გადაცემების 90.9% ზუსტი იყო.
. ინგლისი შოტლანდიასთან 1999 წლის შემდეგ არ დამარცხებულა.

altინგლისმა გამარჯვებით დაიწყო - გაამართლებს თუ არა დაუსრულებელ მოლოდინს? [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 10 /
თამაშის წინ მუხლებზე დამხობილი უჯიგრო და უტვინო გუნდებია.
გიორგი
14:08 19-06-2021
0
ტიპიური ,,სვარკა"!
ქომაგი
12:57 19-06-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული